ორმაგი დეკერს ავტობუსი, რომლითაც ტურისტები გადაადგილდებოდნენ ხის ტოტებს შეეჯახა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 44 დაშავებულიდან კი 6-ის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევა მალტაში მოხდა.