https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ტურისტებისთვის ჯერ კიდევ უცნობი გურია

10:36; 10.08.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ტურისტული სერვისების დანერგვა და კონკურენტული პოტენციალის გაზრდა” _ ამ საკითხზე ჩოხატაურში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის “Private Sector Development and Technical Vocational Education and Training South Caucasus-ის” ფარგლებში ტრენინგ კურსი ჩატარდა.

ტრენინგებს ესწრებოდნენ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები, დაინტერესებული მოქალაქეები და მერიის თანამშრომლები.

მონაწილეები გაეცნენ ტურისტული დესტინაციის მნიშვნელობას, განიხილეს ტურისტული საქმიანობის დაწყების წინაპირობები, ხარისხის სტანდარტები, სერვისის შექმნისა და გაყიდვის საკითხები.

ის, რომ გურიას ეკოტურიზმისა და აგროტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, უცნობი არც არავისთვის არის და ამის შესახებ ჯერ კიდევ 2021 წელს, მაშინდელმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამაც განაცხადა:

“აქ არის ულამაზესი ხედები, სტუმართმოყვარე ადამიანები, ძალიან გემრიელი სამზარეულო _ ეს არის სწორედ ეკოტურიზმი და აგროტურიზმი, რისთვისაც ჩვენ ახალი პროგრამა ავამოქმედეთ _ ეს არის სესხის პროცენტის სუბსიდირება, გრანტები, თანაგარანტირება და ა. შ.”

თუმცა, ტურიზმის გასავითარებლად გურიაში გასაკეთებელი მაშინაც ბევრი რამე იყო და ამ სფეროში გამოწვევები დღესაც რჩება.

რას ითვალისწინებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) “Private Sector Development and Technical Vocational Education and Training South Caucasus-ის” პროექტი ჩოხატაურში, რა გამოიკვეთა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ და რა ტურისტული პოტენციალი აქვს გურიას _ ამ საკითხების შესახებ ტურიზმის კონსულტანტს, ლელა ხარტიშვილს ვესაუბრეთ.

_ რას ითვალისწინებს პროექტი, რომელიც ჩოხატაურში ხორციელდება?

_ ეს პროექტი ითვალისწინებს, უშუალოდ ტურიზმის სფეროში ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას, და ისეთი პროფესიული უნარების განვითარებას, რაც მასპინძლობის, ტურიზმის სფეროში გამოადგებათ მცირე მეწარმეებს.

ამ პროექტის ფარგლებში, თავიდანვე, 2019 წელს, ეკოტურიზმის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაიწერა საქართველოსთვის. ეს დოკუმენტი ყოველ წელს ახლდება. სადაც სხვადასხვა უწყებები, მათ შორის, ეროვნული სატყეო სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული სააგენტო არიან ჩართულები ეკოტურიზმის ასოციაციასთან ერთად. ქმედებები, რაც დაიგეგმა, იყო სხვადასხვა მხარეების ჩართულობით და ითვალისწინებდა პროფესიული უნარების განვითარებას. ერთ-ერთი კომპონენტი იყო გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ამ ტრენინგების ჩატარება.

_ რატომ შეირჩა გურია?

_ იმიტომ, რომ პრიორიტეტული რეგიონია. აქამდე აქცენტი დასმული იყო სხვა რეგიონებზე, მაგალითად, კახეთზე, მცხეთა-მთიანეთზე, სადაც ტურიზმი მეტ-ნაკლებად განვითარებულია, გურია კი არის ახალი რეგიონი ტურიზმის კუთხით. აღმოუჩენელი, როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო ტურისტული ბაზრისთვის. დაიგეგმა და მალე დაარსდება დაცული ტერიტორია, რის შედეგადაც ეყოლება მეტი ვიზიტორი, როგორც უცხოელი, ასევე, ადგილობრივი და მზაობა გვინდა იყოს, როცა ეს ტურისტული ნაკადები დაიძვრება. კვლევები არსებობს, რაც ეკოტურიზმის ასოციაციამ ჩაატარა. მაგალითად, ოზურგეთში არის ჩირის საწარმოები, ჩოხატაურში უფრო ღვინის, თუმცა, აქაც იწარმოება ჩირი. რაც შეეხება ლანჩხუთს, ის ტრანზიტულ ქალაქად აღიქმებოდა იმიტომ, რომ ტურისტი, ვინც ღამის თევით რჩებოდა, უფრო გრიგოლეთს ითხოვდა. გრიგოლეთიც ლანჩხუთს ეკუთვნის, მაგრამ ზღვის ტურიზმის ფორმაა და არა ეკოტურიზმის. რაც შეეხება თვითონ ლანჩხუთს, მუნიციპალიტეტს ისეთი პროექტები აქვს წამოწყებული და თითქმის ბოლომდე მიყვანილი, რომ უკვე მართვას ითხოვს და სწორედ, ადგილის მართვის კუთხით არის გარკვეული ნიუანსები, რომელიც საჭიროებს ტექნიკურ დახმარებას და რის შესახებაც ტრენინგები ჩავატარეთ სამივე მუნიციპალიტეტში.

_ კონკრეტულად, რას გულისხმობთ?

_ უნდა აღვნიშნო, რომ სამივე მუნიციპალიტეტში ეს ნიუანსები ერთმანეთისგან განსხვავებული იყო. სერვისის დანერგვა და ხელშეწყობა ერთია, მაგრამ ფოკუსი უფრო მეტი ლანჩხუთში თუ იყო მართვაზე, როგორ შევკრათ პროდუქტი და გავიტანოთ ტურისტულ ბაზარზე, ოზურგეთში უფრო მეტი ყურადღება საოჯახო სასტუმროების და აგროტურისტული მეურნეობების სტანდარტებს დაეთმო, იმიტომ, რომ იქ უკვე არსებულ აგროტურისტულ საწარმოებს, რომლებსაც უნდათ უკვე ღამის გათევის სერვისის შეთავაზება ტურისტებისთვის, სჭირდებოდათ ზუსტად ამ მომსახურების ხარისხის სტანდარტები. ჩოხატაურშიც უფრო სტანდარტებზე და საოჯახო ბიზნესზე იყო მეტი აქცენტი დასმული. მეტნაკლებად ჩოხატაურს და ოზურგეთს უკვე აქვს დაწყებული შეთავაზებები და ტურისტებიც დადიან, მაგრამ ლანჩხუთი უფრო თეთრი ფურცელია, ახლა რომ იწყებენ ტურიზმის განვითარებას.

_ როგორი პოტენციალი აქვს გურიას ტურისტული კუთხით განვითრებისთვის და რა გამოწვევებს ხედავთ?

_  გურიის კანიონინგი არ არის ცნობილი ტურისტულ ბაზარზე. ამ კუთხით ძალიან საინტერესოა ოკაცეს კანიონი, საქუხიას ჩანჩქერი… ჩანჩქერები და კანიონები მართლა შესათავაზებელია ტურისტებისთვის, არ არის რთული და კარგად ებმის მოლაშქრეთა მარშრუტებს. ასევე, ახლოს მდებარე საოჯახო სასტუმროებისთვის კარგი შეთავაზებაა ტურების სახით, რომ მეტხანს დარჩნენ მათი ვიზიტორები რეგიონში. კარგია, რომ ასეთი შეთავაზება არსებობდეს. მაგალითად, მდინარე ბჟუჟზე უკვე იმართება რაფტინგი და კაიაკინგის შეჯიბრებები, რომელიც საერთოდ არ არის ცნობილი ტურისტულ ბაზარზე. თუმცა, როგორც ოზურგეთში მითხრეს, 200-მდე მონაწილე ჩადის ამ შეჯიბრებებზე.

არაჩვეულებრივი კომბინირებული ტურისტული მარშრუტების შეთავაზების პოტენციალი აქვს გურიას, მაგალითად, ადიგენთან, აჭარასთან, კინტრიშზე გადასავლელი ბილიკები… აჭარას თავის ვიზიტორები უკვე ჰყავს, მაგრამ გურია კარგად გაპიარდებოდა, როგორც აჭარასთან, ასევე, ადიგენთან ერთად. ტრენინგების შემდეგ დამრჩა ასეთი შთაბეჭდილება, რომ ჩოხატაურის, ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები თითქოს ვერ ხედავენ გურიას, როგორც ერთ დესტინაციას და უფრო ფოკუსირებულები იყვნენ თავიანთ მუნიციპალიტეტებზე. ტურისტულ ბაზარზე, მით უმეტეს, საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე გურია აღიქმება ერთ რეგიონად. მეტსაც გეტყვით, გურია-ზემო აჭარა აღიქმება ერთად. ამიტომ ძალიან რთული იქნება ერთი მუნიციპალიტეტის გაპიარება და გაყიდვა პროდუქტის, ვიდრე მთლიანად რეგიონის გაპიარება ან აჭარასთან მიბმა. იმიტომ, რომ ტურისტული მარშრუტი არ შეიძლება მარტო ერთ მუნიციპალიტეტში იყოს. ახლა გურიას სჭირდება ბრენდინგი. ერთი ბრენდის ქვეშ ყველა ბაზრის მოთამაშე კარგად დაინახავს თავის თავს და საერთო დივერსიფიცირებულ პროდუქტს შექმნიან უფრო ადვილად, თუმცა, კარგი იქნებოდა, რომ თითოეულს ჰქონდეს თავის ნიშა. მაგალითად, კაინინგი ლანჩხუთს, ჩოხატაურს _ ჰაიკინგი. რაც შეიძლება მეტი ხეტიალი ბუნებაში. ბახმაროში მზის ამოსვლის და ჩასვლის გორები არის ძალიან კარგი მიზიდულობის ადგილი, როცა ოზურგეთში, როცა ზღვიდან, შეკვთილიდან ადიხარ, ხარ ღრუბლების ზემოთ. ძალიან მრავალფეროვანი შეთავაზებები არის ამ ერთ პატარა რეგიონში, თუმცა, ეს შეთავაზებები არ უნდა იყოს დაქსაქსული. დაცული ტერიტორიის დაარსება გურიაში თავისთავად ითხოვს ეკოტურიზმს და რომ დაარსდება, შემდეგ უკეთ განისაზღვრება და გამოჩნდება, როგორ არის საჭირო ეკოტურიზმის შეთავაზება ამ დაცული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფლებში.

_ რაზე აქვთ უცხოელებს უფრო მეტად მოთხოვნა, როცა მსგავსი ტიპის ადგილას რჩებიან?

_ მოთხოვნა უცხოელების არის ეკო და აგროტურისტულ პროდუქტზე, რაც თავისთავად, მოიცავს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შეთავაზებულ სერვისებს, დაწყებული ღამის გათევით, დასრულებული იმ პროდუქტის შეთავაზებით, რაც ადგილზე იწარმოება.

ეკოტურიზმი არ არის მხოლოდ “პასუხისმგებლობით აღსავსე გასეირნება ბუნებრივ ზონებში”. ეს არის ინტერაქციული ურთიერთობა ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტს შორის. ტურისტმა გამოცდილება უნდა მიიღოს იქ სტუმრობით, ჩართული უნდა იყოს სოფლის ცხოვრებაში. როცა ვამბობთ, რომ ეკო-აგროტურისტული პროდუქტის მოთხოვნა არის და ქვეყანასაც აქვს ამის მოთხოვნა, ნიშნავს რომ თავიდან უნდა იყოს არიდებული უხეში ჩარევა ინფრასტრუქტურაში. ამის მაგალითები სხვა რეგიონებში გვაქვს. ახლა გესაუბრებით ყაზბეგიდან და აქ, ცენტრში ძალიან ქაოტურად მიდის ტურისტული სახლების აშენება. არის მოთხოვნა და ყველა ცდილობს, დაამატოს ოთახი, მიიღოს მეტი სტუმარი. ამით კი იკარგება ესთეტიური მხარე. ეს არ უნდა დაემართოს გურიას, იმიტომ, რომ მას მწვანე ტურიზმის ნიშა უნდა დაიჭიროს. შეიძლება იყოს ახალი ინფრასტრუქტურა, მაგრამ ბუნებაში  ახალი შენობებით არ უნდა მოხდეს უხეში ჩარევა.

_ რამდენად აკმაყოფილებენ სტანდარტებს უკვე არსებული საოჯახო ტიპის სასტუმრო სახლები?

_ რამდენ სახლშიც ვიყავი, საოჯახო ბიზნესები ერთმანეთს არ ჰგავს. თუმცა, არის გარკვეული ნიუანსები, მაგალითად, კვების კუთხით. არ არის იმდენი ადგილობრივი პროდუქტი წარმოდგენილი შეთავაზებებში, რომ შეიძლებოდეს თქმა, რომ ამ კონკრეტულ საოჯახო სასტუმრო სახლში კვება არის სრულად ადგილობრივი პროდუქტით. ანუ კარგია, რომ პროდუქტის მწარმოებლებსა და სერვისის მიმწოდებლებს შორის უფრო გამყარდეს ურთიერთობა. თუმცა, ამასაც თავის მიზეზები აქვს _ არ არის საკმარისი პროდუქტის რაოდენობა ან სისტემატური მიწოდება არ ხდება, რადგან სასტუმრო დამოკიდებული ხდება ფერმერზე და შესაძლოა, ურჩევნია წავიდეს და მარკეტში იყიდოს, თუნდაც კარტოფილი, სადაც ყოველდღე ხვდება პროდუქტი და სასურველია, არ მოხდეს ისე, როგორც ყაზბეგში, რომ ახვალ მთაში, ამდენს ივლი და ბრაზილიურ ქათამს შეჭამ.

გურიას აქვს უფრო მეტი საშუალება, რომ ადგილობრივ პროდუქტს მიწვდეს ტურისტი. სურსათის უვნებლობის კუთხითაც მუშაობენ და უახლოვდება სტანდარტს. რაც შეეხება სტუმრის მიღებას, დახვედრას, სტუმრის ოთახის მოწყობას, კვების ორგანიზება _ ესეც მშვენივრად არის აწყობილი უკვე არსებულ სახლებში, თუმცა, ახალ სასტუმროს ტიპის სახლებს, სჭირდებათ მეტი მოწყობა, რადგან რთულია, სახლი სადაც ცხოვრობ მოარგო სასტუმრო სახლს. ამისთვის უნდა მიჰყვენ პუნქტებს, რაც წერია. მაგალითად, რომ სტუმარს ცალკე შესასვლელი უნდა ჰქონდეს. თუ ოთხ სტუმარზე მეტს მიიღებ, 2 სველი წერტილია საჭირო, რომ რიგი არ იდგეს აბაზანაზე და ა. შ. ასევე, მნიშვნელოვანია ხარჯების გათვლა, იმის გაანალიზება, თუ საიდან დგება ფასი, რომელსაც ტურისტს ესა თუ ის საოჯახო სასტუმრო სთავაზობს, რაც ახალბედა საოჯახო-სასტუმროებმა არ იციან და ამ თემებზეც ვისაუბრეთ ტრენინგზე.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

ლელა ხარტიშვილი
გაზიარება9Tweet6Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ამ წუთისთვის “იმედის” ვებსაიტი გათიშულია

20:20; 25 თებერვალი, 2026
საზოგადოება

დარღვეულია თუ არა საავტომობილო საწვავის ხარისხი საქართველოში

19:28; 25 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“იმედის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები პოზიციებს ტოვებენ

18:52; 25 თებერვალი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა: პირველ ტურში მონაწილეობა 63 სკოლის 300-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო

13:14; 25 თებერვალი, 2026
საზოგადოება

მოსალოდნელია წვიმა და თოვლი – საქართველოში ამინდი მკვეთრად იცვლება

11:28; 25 თებერვალი, 2026

"მართლა ხომ არ გამოვქინძდით?!"  _ ფასების ზრდის განსხვავებული ტენდენცია და ხალხის რეაქცია

"მწვანე გურია" - ვინ გახდნენ გურიაში LAG-ის მმართველი საბჭოს წევრები

ყველა სიახლე

საზოგადოება

ამ წუთისთვის “იმედის” ვებსაიტი გათიშულია

20:20; 25.02.2026
პოლიტიკა

“გთხოვთ”- პარტია “გახარია საქართველოსთვის” სოც ქსელების ყალბი ანგარიშების შესახებ განცხადებას ავრცელებს

19:47; 25.02.2026
სამართალი

“საქართველოს რამდენიმე რეგიონში ტერორისტული აქტების მოწყობის შესახებ ცრუ შეტყობინებები გააგზავნა”- პროკურატურა

19:39; 25.02.2026
საზოგადოება

დარღვეულია თუ არა საავტომობილო საწვავის ხარისხი საქართველოში

19:28; 25.02.2026
საზოგადოება

“იმედის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები პოზიციებს ტოვებენ

18:52; 25.02.2026
ფინანსები

დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია

18:34; 25.02.2026
სამართალი

ორმხრივი სროლა სასაფლაოზე- ცეცხლი ძმები კაკულიების ნათესავს გაუხსნეს

18:11; 25.02.2026
ფინანსები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა

17:57; 25.02.2026
ფინანსები

თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა – Euromoney

17:40; 25.02.2026
პოლიტიკა

რას ამბობს ევროკომისიის სპიკერი ყულევის ნავთობტერმინალის შესაძლო სანქცირებაზე

17:15; 25.02.2026
სამართალი

პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

16:53; 25.02.2026
სამართალი

“შშმ არასრულწლოვანი მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და გააუპატიურა”- პროკურატურა

16:45; 25.02.2026
სპორტი

გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

16:21; 25.02.2026
სამართალი

რა გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ გიორგი ახობაძის საქმეზე

15:40; 25.02.2026
სამართალი

პროკურატურა კიდევ ერთი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებს გადასინჯავს

15:27; 25.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026
0

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო