„თურქეთი „ისლამური სახელწიფოს“ წევრებისთვის სასტუმრო არ არის“ ,_ აღნიშნული განცხადება Euronews-ის ინფორმაციით, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა და ევროპა დაადანაშაულა, რომ ქვეყნის ხელისუფლება პატიმრების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად მარტო დატოვა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყანა დაკავებულ დაეშის წევრებს მათ ქვეყნებში გაგზავნის.
ცნობისთვის, ევროპული ქვეყნების ნაწილს დღემდე აქვს კანონი, რომელიც ტერორსტული ორგანიზაციის მებრძოლების სამშობლოში დაბრუნებას კრძალავს.