თურქეთის გენერალური საკონსულო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ თურქეთიდან საქართველოში ტრაილერების მძღოლების შემოსვლა პირადობის მოწმობით ვეღარ მოხდება.
გავრცელებული ინფორაციით, აუცილებელია, მგზავრმა წარადგინოს პასპორტი.
თუ ტრაილერის მძღოლი, 21 დღის განმავლობაში ნამყოფია ჩინეთის, ირანის, სამხრეთ კორეასა და იტალიის ტერიტორიაზე, ის საქართველოში ვერ შემოვა.
“ამ დროისთვის საქართველოში შესვლა არ არის ნებადართული მათთვის, რომლებსაც პასპორტის მიხედვით, ბოლო 21 დღის განმავლობაში უფიქსირდებათ ვიზა/მარკები ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეასა და იტალიაში ყოფნა. ჩვენ ასევე განვმარტავთ, რომ შეიძლება შეიცვალოს ეს რეგულაციები, რადგან კორონავირუსის ზომებთან დაკავშირებული პროგრამები მუდმივად განახლებს პროცესშია”,_ ნათქვამია საკონსულოს განცხადებაში.