თურქეთში დაკავებული რუსეთის მოქალაქე რენატ ბაკიევი, რომელიც თურქეთში ბაზირებულ ამერიკულ თვითმფრინავებზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი, გეგმის ჩაშლის შემთხვევაში აპირებდა, რომ აშშ-ის სამხედრო ოფიცრებზე ტერაქტი განეხორციელებინა.
თურქული გამოცემის ცნობით, ბაკიევმა კარგად იცის რუსული, ინგლისური, არაბული და თურქული. სირიაში ყოფნის დროს, აპირებდა ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმას, თუმცა ეს იქ არ გამოუვიდა და იმავეს გამეორება თურქეთში გადაწყვიტა.
ბაკიევი, სავარაუდოდ, ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წევრია.
აღსანიშნავია, რომ ავიაბაზა ინჯირლიკში მდებარეობს. ბაკიევმა სპეციალურად დაიქირავა ველოსიპედი და ათვალიერებდა ბაზის ტერიტორიას. წინასწარი გამოძიების ცნობით, თავდასხმა უპილოტო თვითმფრინავით უნდა განხორციელებულიყო.
ავიაბაზა ინჯირლიკის თვითმფრინავები, მონაწილეობას სირიასა და ერაყში კოალიციური ძალების მიერ განხორციელებულ ოპერაციებში ღებულობენ.