თურქეთში, პროკურატურამ, გასული წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირის ბრალდებით 35 ადამიანის, მათ შორის 9 ჟურნალისტის დაპატიმრების ბრძანება გასცა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
თურქეთის საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუს” ცნობით, მათ ბრალი ედებათ დაშიფრული შეტყობინებების აპლიკაციის გამოყენებასა და სასულიერო პირის, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის წევრობაში.
როგორც ცნობილია, თურქეთის ხელისუფლება, გიულენს, გასულ წელს წარუმატებელი აჯანყების მოწყობაში ადანაშაულებს.
როგორც EURONEWS წერს, ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულმა სადამსჯელო ღონისძიებებმა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების და თურქეთის მოკავშირე დასავლეთის ქვეყნების შეშფოთება გამოიწვია.