თურქეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული უახლოეს წარსულში ევროპაში იმყოფებოდა.
მინისტრის თქმით, პაციენტი სრულ იზოლაციაში იყო.
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსი საზოგადოებაში არ გავრცელდება, რადგან ამისთვის შესაბამის ზომებს იღებენ.