თურქეთში მოკლული ქართველი ემიგრანტი ქალის ოჯახი თურქეთისა და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. გარდაცვლილის ოჯახის თქმით, შესაბამისმა ორგანოებმა გამოძიება უნდა დაიწყონ.
თურქეთის ქალაქ ორდუში მოკლული 34 წლის ქართველი ელენე გოქაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ კვალითის მკვიდრია. ის საქართველოში უკვე ჩამოასვენეს. დანაშაულში ეჭვმიტანილი კაცი ტრაპიზონში დააკავეს. საგამოძიებო ქმედებები გრძელდება. გარცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 10 წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა.
ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების შესახებ ცნობა გუშინ 1TV-მა გაავრცელა. თურქული სააგენტოების ინფორმაციით, ცხედარი ეჭვმიტანილის ოჯახში აღმოაჩინეს. გამოცემის ცნობით, მძაფრი სუნისგან შეწუხებულმა მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს. კარის გატეხის შემდეგ კი ოთახში ახალგაზრდა ქალის ცხედარი სკამზე მიბმული, ყელგამოჭრილი იპოვეს.
დანაშაულში ეჭვმიტანილი კაცი ტრაპიზონში დააკავეს. საგამოძიებო ქმედებები გრძელდება.