თურქეთში საქართველოს მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღიდან ოთხი გასროლით მოკლეს. შემთხვევა ქალაქ სტამბოლში გუშინ, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. 36 წლის დავით ალხანაშვილი, პანკისის ხეობის სოფელ ომალოდან არის, თუმცა მშობლები თელავის სოფელ შალაურში ცხოვრობენ.
ოჯახის წევრები გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა, მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.
3ცხედრის გადმოსვენების პროდურები უკვე დაწყებულია.