ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს,რომ “ევროპის სახალხო პარტია“ ხელისუფლებას რვა მარტის შეთანხმების სრული შესრულებისკენ მოუწოდებს.
” ვროპის სახალხო პარტია მიესალმება საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ რვა მარტის შეთანხმებას, როგორც დაძაბულობის შემცირების ძირითად ნაბიჯს. კვლავ შეშფოთებულები ვართ იმით, რომ გიორგი რურუა ციხეში იმყოფება. ხელისუფლებას რვა მარტის შეთანხმების სრული შესრულებისკენ და რურუას გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ”, — წერს ტუსკი.