დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელის არჩილ მჟავიას თქმით, ხვალიდან ნებისმიერი ქვეყნიდან სამშობლოში დაბრუნებული ადამიანი თვითიზოლაციაში ან კარანტინში იქნებიან.
“ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება არის და ხვალიდან დაიწყებს ამოქმედებას“, – გვითხრა არჩილ მჟავიამ.
ამ დროისთვის გურიაში, თვითიზოლაციაში 71 ადამიანი არის, 14 კი კარანტინში გადაიყვანეს.