თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო პოლიციამ გურიაში ერთი ადამიანი დააჯარიმა და კარანტინში გადაიყვანა.
როგორც გურიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, არჩილ მჟავიამ „გურია ნიუსს“ განუცხადა, 3000 ლარის ოდენობის თანხით დაჯარიმებული პირებიდან ერთ-ერთი ჩოხატაურელია.
მისივე ინფორმაციით, პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დამრღვევი პიროვნება ბათუმში, კარანტინში გადაიყვანა.
ცნობისთვის, დღეს პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო 3 პირი დააჯარიმა, ერთ-ერთი შემთხვევა გურიაში მოხდა.