გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
_ შავი ზღვის სანაპირო ზოლში დროგამოშვებით შესაძლოა იყოს ცვალებადი მოღრუბლულობა. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 26–32 გრადუსი იქნება; დასავლეთ საქართველოს დაბლობში – 32–37 გრადუსი; მთიან რაიონებში – 28 გრადუსამდე; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – 30–35 გრადუსი, სტეფანწმინდასა და გუდაურში – 24 გრადუსამდე; ბაკურიანში, ახალქალაქსა და წალკაში – 26–30 გრადუსამდე; თბილისში – 33–35 გრადუსი, _ აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოში.