„არ გვჯერა ჩვენ არავისი არაფერი. ჩვენ ვართ ყველანი წინააღმდეგები და არ დავუშვებთ. თუ რამეა ისევ გავაგრძელებთ ბრძოლას,“-ასე გამოეხმაურა ერთ-ერთი პანკისელი ქალბატონი შს მინისტრის განცხადებას.
შეგახსენებთ, რომ პანკისის უხუცესებთან შეხვედრის შემდეგ, გიორგი გახარია ხეობის მოსახლეობასთან მივიდა. ის აქციის მონაწილეებს დაჰპირდა, რომ ჰესი არ აშენდება თუ კი ხეობის მოსახლეობის 90% თანახმა არ იქნება. შს მინისტრის განცხადებით ამ ეტაპისთვის მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს და ყველა მხარემ უკან უნდა დაიხიოს.