ოზურგეთის #43-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე. თალაკვაძის თქმით, უბანზე ადგილი ჰქონდა საარჩევნო პროცესში ხელის შეშლას. “უბანზე, რეალურად, ადგილი ჰქონდა ჩვენი პარტიის წარმომადგენლებზე ზეწოლის მცდელობას და აშკარაგად ადგილი ჰქონდა საარჩევნო პროცესში ხელშეშლის ფაქტს გაურკვევლი პიროვნების მიერ, რომლის იდენტიფიცირებაც, სავარაუდოდ, შეასძლებელია.
ამიტომ ამ ფაქტთან დაკავშირებით შეკითხვას შესაბამისი ორგანოები გასცემენ პასუხს.
ეს გაურკვევლი პიროვნება პირდაპირ ხელს უშლის ჩვენს წარმოამდგენელს იმ საქმიანობაში, რომელიც კანონით არის დაშვებული. ჩვენი წარმომადგენელი იყო საარჩვენო უბნის გარეთ. ის მივიდა აგრესიული ტონით და პირდაპირ ღია აგრესიით შეუშალა ხელი მას საქმაინობას.
ოზურგეთის #43 უსარაცვენო უბანზე ცოტა ხნის დილით ინციდენტი მოხდა. როგორც “პარლამენტართა საზოგადოების” წარმოამდგენელი ფიქრია მამარდაშვილი ამბობს, ის იღებდა საარჩვენო უბანზე „ქართული ოცნების“ კოორდინატორები სიებით როგორ აკონტროლებდნენ უბანზე შემსველელებს.