ცოტა ხნის წინ, უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში. გურამიშვილის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი და ამწე ერთმანეთს შეეჯახა.
შეჯახების გამო ამწე ერთ-ერთი მაღაზიაში შევარდა. ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. მათგან ორი მცირეწლოვანია.
ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 271-ე მუხლით მიმდინარეობს.