ქალაქ ოზურგეთში, თითქმის ყველა უბანზე საარჩევნო პროცესს საჯარო მოხელეები აკვირდებიან. იქვე შორიახლო კი სიებით ხელში ხდება “ქართული ოცნების“ მხარდამჭერების აღნუსხვა , _ ვინც მოვიდა არჩევნებზე პლუსით აღნიშნავენ.
„გურია ნიუსის“ დანახვაზე კოორდინატორები ცდილობენ, სიები დამალონ, ღიზიანდებიან და ვინაობას არ გვიმხელენ. _ ვინ გეკითხებათ, რა თქვენი საქმეა, ჩემი პირადია და ასე შემდეგ, _ ამბობენ ისინი.
მეოთხე საჯარო სკოლის ტერიტორიას ქალაქ ოზურგეთის სამხედრო აღრიცხვის და მობილიზაციის სამსახურის თანამშრომლები, ხოლო მუსიკალურ სკოლას ქალაქ ოზურგეთის მერიის საჯარო მოხელეები „აკონტროლებენ“.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ხდება სამარშრუტო ტაქსებით ამომრჩევლების გადაყვანა.