ეს გრანდიოზული ქანდაკება წარმოადგენს ადამიანის გამოსახულებას კლდეზე, რომელიც მოჩუქურთმებულია ქვის ფიგურებით.
ამ შედევრის ავტორად ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია ფლორენციელი მოქანდაკე ჯოვანი ბოლონია (ჩვ.წთ.1500 წელი), რომლის ნამუშევარიც გახდა სიმბოლო იტალიის ულამაზესი მთათა სისტემის აპენინისა. ამ ქვის ქანდაკებას შეურჩიეს ღვთაების სახელი – აპენინო, ეს ქანდაკება აღმოჩენილია და დღესაც დგას ვილა ტუსკანი პრატოლინოში.
თუმცა, ეს ქანდაკება გამოირჩევა თავისი საიდუმლოებით, მის შიგნით იმალება რამდენიმე ოთახი, რომელიც გამოიყენებოდა სხვადასხვა მიზნებისათვის. ქანდაკებაში გამოყოფილია ბუხარი და დიდი სივრცე, სადაც შესაძლებელია ყრილობისა და სხვადასხვა სახის რიტუალების ჩატარება.
ასევე, ქანდაკებას იყენებდნენ სტიქიური უბედურების დროს თავის შესაფარად.
აპენინის მთათა სისტემის ერთადერთი ადგილი, რომელსაც უამრავი ტურისტი სტუმრობს, არის ვილა ტუსკანი, რომელსაც უამრავი ვიზიტორის მიღება უწევს.