გერმანიის ქალაქ ვისბადენში გაიხსნა უცნაური კაფე, სადაც კლიენტები ფულს არა მირთმეული კერძების, არამედ კაფეში გატარებული დროის მიხედვით იხდიან!
ყავა და ნამცხვარი უფასოა: ის იმ 2 ევროში შედის, რომელიც შესვლისას უნდა გადაიხადოთ და ნახევარ საათს მოქმედებს.
ამის შემდეგ თითო წუთი 0,05 ევრო ჯდება ანუ საათი – 3 ევრო.
აქ სტუმრებს თავისი საჭმლის მოტანაც შეუძლიათ _ საქმე ის არის, რომ კაფეში რამდენიმე თაროზე საინტერესო წიგნები აწყვია,სტუმარს კი სამაჯური უკეთდება წუთების ზუსტად აღსარიცხავად, მაგრამ დრო, რომელიც აქ მართლაც ფულია, კითხვაში სწრაფად გადის…