ამერიკელმა ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ უძილობას, ადამიანის დეპრესიისგან განკურნება შეუძლია. ასეთ დასკვნამდე პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევარები 1974 წლიდან 2016 წლამდე კვლევების ანალიზით მივიდნენ.
მეცნიერებმა 66 დამოუკიდებელი მკვლევარის ნაშრომის მეტაანალიზი ჩაატარეს, რომელიც უძილობისა და დეპრესიის კავშირს იკვლევდა. PubMed-ისა და PsycINFO-ს არქივებში, ცნობების მოგროვება, ორი მთავარი სიტყვით “ძილის დეპრივაცია” და “დეპრესიით” ხდებოდა.
ფსიქოლოგები ითვალისწინებდნენ, როგორი ტიპის დეპრივაცია – სრული თუ ნაწილობრივი – გამოიყენეს კვლევებში. სრული დეპრივაციის დროს, როგორც წესი, ადამიანს მთელი ღამე არ სძინავს, ნაწილობრივად კი მაქსიმუმ 4 საათი. გარდა ამისა, გააანალიზეს ორგანიზმის რეაქცია ხელოვნურ უძილობაზეც, ფსიქიკური აშლილობის ტიპებზე, პაციენტის მიერ გამოყენებულ მედიკამენტებზე და სხვა ფაქტორებზე.
აღმოჩნდა, რომ დეპრივაცია, მიუხედავად თავისი ტიპისა, დეპრესიის სიმპტომებს კვლევების 45%-ში ამსუბუქებდა, სადაც შემთხვევითობის პრინციპით ადამიანებს ჯგუფებად ყოფდნენ. ერთი ჯგუფი საკონტროლო იყო (მათ ტვინზე ძილის დროს არ ზემოქმედებდნენ). 50%-იანი ეფექტი ჰქონდა ისეთ კვლევებსაც, სადაც მოხალისეების მხოლოდ ერთი ჯგუფი არსებობდა.
მსგავსი შედეგები, ფსიქოლოგების თქმით, ადასტურებს თეორიას, რომ ძილის ნაკლებობას, შეუძლია ადამიანი ნაწილობრივ დეპრესიისგან განკურნოს. მომავალში 100-პროცენტიანი დასკვნის გამოსატანად, დამატებითი კვლევები ჩატარდება.