https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„უკანონო“ ფაქტი თუ „გამარტივებული მენეჯმენტის წარმოება“ _ ომბუდსმენის აპარატში ცვლილებებია

16:04; 3.04.2017
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ცვლილებებია. უჩა ნანუაშვილის გადაწყვეტილებით, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტი საქმისწარმოების, დაინტერესებულ პირთა მიღებისა და არქივის დეპარტამენტად გადაკეთდა და გამოეყო ცალკე ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველო. დეპარტამენტშიც და სამმართველოშიც ის თანამშრომლები გადანაწილდნენ, რომლებსაც აქამდე საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციები ეკავათ.

თანამშრომლების ნაწილი განხორციელებულ ცვლილებას „უკანონოს“ და „დისკრიმინაციულს“ უწოდებენ და ამის კონკრეტულ მიზეზებს ასახელებენ, თუმცა, სახალხო დამცველის აპარატში განმარტავენ, რომ დეპარტამენტს სახელი დაუკორექტირდა, სხვა ცვლილებები აპარატში არ განხორციელებულა.

როგორც „გურია ნიუსთან“ საუბრისას საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტი უფროსის ყოფილი მოადგილე, ამჟამად, არქივის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მიხეილ მინდაძე ამბობს, განხორციელებული ცვლილებები სამართლებრივად არასწორია. 

„ეს ცვლილებები განხორციელდა იმ დეპარტამენტში, რომლის უფროსიც თავის დროზე ილია ჭანტურაია იყო და რომელიც დისკრიმინაციული მოტივით, გაათავისუფლეს სამსახურიდან. ჩვენ ამ დეპარტამენტის თანამშრომლები აღმოვჩნდით დღეს ფაქტის წინაშე, რომ გადაყვანილები ვართ ახალ დეპარტამენტში. გვეუბნებიან, რომ ეს არ არის რეორგანიზაცია და დეპარტამენტს უბრალოდ სახელი შეეცვალა. სინამდვილეში, სამართლებრივად, ეს არის რეორგანიზაცია და თანამშრომლების გადაყვანა სხვა პოზიციაზე, რაც საჭიროებს თანამშრომელთა თანხმობას. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი ჩემი სწორედ იმას ეხებოდა, რომ ეს არის იმ ამბების გაგრძელება, რომელიც შარშან დაიწყო სახალხო დამცველის აპარატში და დღესაც გრძელდება. ეს უკავშირდებოდა გიორგი ქაჯაიას, მაია ლიპარტელიანის, ილია ჭანტურაიას საქმეებს. ჩვენ, პროფკავშირული ორგანიზაციის წევრები, რომლებიც შარშან შევხვდით სახალხო დამცველს და განსხვავებული მოსაზრებები დავაფიქსირეთ, სხვადასხვა ფორმით სხვადასხვა დროს გავხდით დევნის მსხვერპლი ეს არის იმ ჯაჭვის გაგრძელება. პროცესები ემსახურება ყველა ადამიანის დევნასა და შევიწროვებას, ვისაც ოდესმე განსხვავებული აზრი ჰქონია ამ აპარატში“, _ ამბობს მინდაძე და დასძენს, რომ სტრუქტურული ცვლილებები  დისკრიმინაციული მოტივით განხორციელდა.

„პირადად ჩემი გადაყვანა მოხდა დისკრიმინაციული მოტივით, რადგან ჩამოშორებული ვყოფილიყავი საკონკურსო საატესტაციო კომისიას, სადაც ვარ თავმჯდომარის მოადგილე და არაერთხელ მაქვს განსხვავებული აზრი დაფიქსირებული. ეს აზრი კი, როგორც ჩანს არ იყო მისაღები ხელმძღვანელობისთვის, შესაბამისად, იმისთვის, რომ ჩემი ჩამოშორება მომხდარიყო ამ კომისიიდან, ამას ემსახურებოდა ჩემი გადაყვანა სხვა პოზიციაზე. ასევე იმასაც, რომ ილია ჭანტურაია, რომელიც აღადგინა ორი ინსტანციის სასამართლომ, არ დააბრუნონ იმ პოზიციაზე, რომელსაც იკავებდა“, _ აღნიშნავს მინდაძე.

კითხვაზე: რა ბერკეტი აქვს სახალხო დამცველს რომ ჭანტურაია თანამდებობაზე არ დააბრუნოს და არ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება? _მინდაძე გვპასუხობს:

„ის ბერკეტი აქვს, რაც დღეს გამოიყენა. საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტი, რომელიც არსებობდა, აღარ არსებობს. შესაბამისად, იმ თანამდებობაზე, რომელზეც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ილია ჭანტურაიას აღდგენა შეუძლებელია“, _ ამბობს მინდაძე.

 რაც შეხება ახალ, საქმისწარმოების, დაინტერესებულ პირთა მიღებისა და არქივის დეპარტამენტს, რომლის საქმიანობაც სახალხო დამცველის ბრძანებით რეგულირდება, მინდაძე ამბობს, რომ მასში საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ძველი თანამშრომლები არიან გადანაწილებული. გარდა ამისა, სახალხო დამცველის ბრძანებით, სახალხო დამცველის აპარატის დებულებას ემატება ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველო.

„თუმცა, როგორც აღვნიშნე, დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს არ არის ახალი დეპარტამენტი და უბრალოდ სახელი დარედაქტირდა. მაგრამ სახელის დარედაქტირების სამართლებრივი ცნება არ არსებობს.  ვითხოვდი განემარტათ, რის საფუძველზე მოხდა თანამშრომლების გადაყვანა, თუმცა პასუხი ვერ მივიღე. მეუბნებიან, რომ ეს არ არის გადაყვანა. ამ შეხვედრას ესწრებოდა სახალხო დამცველი და მისი მოადგილეები“, _ ამბობს მინდაძე და დასძენს, რომ დისკრიმინაციული ქმედებებს ადგილი ხელმძღვანელი პირების მხრიდან არაერთხელ ჰქონია ადგილი.

„არაერთი ფაქტი იყო, მაქვს ამის დამადასტურებელი დოკუმენტები, როცა ჩემს მიერ გამოთქმული მოსაზრებების გამო შენიშვნები ჰქონდათ ხელმძღვანელ პირებს. ასევე, საკონკურსო საატესტაციო კომისიის საქმიანობისა და კონკურსებზე ჩემს მიერ გამოთქმული მოსაზრებების მიმართ. მათ შორის ჩემს მიერ საჯარო სივრცეში ილია ჭანტურაიას საქმესთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების გამო არაერთხელ ჰქონია ადგილი უსაფუძვლო ბრალდებებსა და პრეტენზიებს. 2016 წელს აპარატში არსებული პროფკავშირების წევრები შევხვდით სახალხო დამცველს და ვუთხარით რა პრობლემებიც იყო და ეს, რა თქმა უნდა, მას არ მოეწონა. სწორედ აქედან იღებს სათავეს ყველა უკმაყოფილება. შემდეგ ჰქონდათ თითიდან გამოწოვილი პრეტენზიები ზოგადად დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით და ა.შ. ჯერ ამ ფაქტებთან დაკავშირებით სასამართლოსთვის არ მიმიმართავს, დღეს ჩამბარდა ეს გადაწყვეტილებაც  და ვფიქრობ, აუცილებლად მივმართო სასამართლოს“, _ აღნიშნავს მინდაძე.

რაც შეეხება იმას, ვინ დაიკავებს მის ადგილს საკონკურსო საატესტაციო კომისიაში, მინდაძე ვარაუდობს, რომ ამ პოზიციას ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს უფროსი დაიკავებს. თუმცა, განმარტავს, რომ მას ამ კომისიიდან გამოყვანის ბრძანება ჯერჯერობით არ ჩაბარებია.

„ვაპირებ ბრძანება გამოვითხოვო, ვარ თუ არა გათავისუფლებული ამ პოზიციიდან. ალბათ მეტყვიან, რომ ფუნქციურად მე აღარ მეხება ამ კომისიაში საქმიანობა. აქამდე, სანამ საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვიყავი მეხებოდა, თუმცა ახლა არქივის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვარ და რა თქმა უნდა, კომისიიდანაც გამომიყვანენ. სავარაუდოდ, კომისიაში ჩამანაცვლებს ის პირი, რომელიც დაინიშნა ახალი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად“, _ აღნიშნავს მინდაძე.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები არ იმოქმედებს თანამშრომელთა ანაზღაურებაზე გარდა იმ პირისა, რომელიც საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი 1 მარტიდან 31 მარტამდე იყო და რომელიც ახლა ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს უფროსად დააქვეითეს.

„თუმცა, მას ამ საკითხზე ჩემი ინფორმაციით პრეტენზია არ აქვს ვინაიდან მაქვს გონივრული ეჭვი, რომ მასთან ეს საკითხი დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნამდე წინასწარ იყო შეთანხმებული“, _ ამბობს მინდაძე.

 რის გამო მიიღო გადაწყვეტილება სახალხო დამცველმა საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტისთვის სახელის გადარქმევისა და თანამშრომლების გადანაწლების გადაწყვეტილება; აპირებს თუ არა ყოფილი თანამშრომლის ილია ჭანტურაიას სასახურში აღდგენას ამ საკითხებზე „გურია ნიუსმა“ სახალხო დამცველს წერილობით მიმართა.

როგორც ომბუდსმენის აპარატიდან მიღებულ წერილშია აღნიშნული, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტი, გარდა ადამიანური რესურსებისა აერთიანებდა სხვა ისეთ მნიშვნელოვან და მოცულობით ფუნქციებს, როგორიცაა საქმისწარმოება/კანცელარია, დაინტერესებულ პირთა მიღება-კონსულტირება, პერსონალური და საჯარო ინფორმაციის გაცემა, ცხელი ხაზის ორგანიზება, არქივის წარმოება და განცხადება/საჩივრების დასაშვებობის განხილვა. 

მათივე განმარტებით, მრავალფუნქციურ სტრუქტურულ ერთეულში რთულდებოდა სახალხო დამცველის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის სისტემატიზაცია, ერთიანი საკადრო პოლიტიკის ჩამოყალიბება/წარმართვა და გამარტივებული მენეჯმენტის წარმოება.

„ამასთან, 2017 წლის 1 ივლისიდან ძალაში შედის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს, ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მთელი რიგი პროცესების დანერგვას/გამართვას, რაც თავის მხრივ  ფუნქციურად კიდევ უფრო დატვირთავდა ზემოაღნიშნულ სტრუქტურულ ერთეულს და ხელს  შეუშლიდა აპარატში ეფექტიანი  მენეჯმენტის წარმართვას, დასაქმებულთა კარიერულ განვითარებას. გარდა ამისა, საჯარო სამსახურის ბიუროს რეკომენდაციით აპარატში უნდა გაიმართოს ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა, რომლის დანერგვა დამატებით  აქტივობებს  მოითხოვს  ამ მიმართულებით.  ამასთან, აპარატში იგეგმება დასაქმებულთა შეფასების სისტემისა და სხვადასხვა საკადრო საქმიანობის ელექტრონიზაცია.  აღნიშნული აქტივობების  დამატება კიდევ უფრო დატვირთავს, ისედაც მრავალფუნქციურ სტრუქტურულ ერთეულს.

ზემოაღნიშნული გახდა მიზეზი იმისა, რომ ჩამოყალიბებულიყო ახალი სტრუქტურული ერთეული  ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს სახით, ხოლო არსებული სტრუქტურული ერთეული დარჩა „დეპარტამენტის“ სტატუსით და შეცვლილი სახელწოდებით „საქმისწარმოების, დაინტერესებულ პირთა მიღებისა და არქივის დეპარატმენტი“, _ აცხადებენ უწყებაში და დასძენენ, რომ  ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოში  დღეის მდგომარეობით დასაქმებულია ერთი თანამშრომელი, რომელიც საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტიდან სხვა პოზიციაზე დაგაიყვანეს.

რაც შეეხება მიხეილ მინდაძეს აპარატში განმარტავენ, რომ „მას საქმისწარმოების, დაინტერესებულ პირთა მიღებისა და არქივის დეპარატმენტში უკავია  დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა, ისევე როგორც ადრე საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტში. მის მსგავსად, დეპარატმენტის მოადგილის თანამდებობებზე იყვნენ და დარჩნენ სტრუქტურულ ერთეულში არსებული სხვა მოადგილეებიც“. 

„საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტიდან, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოში  გადაყვანილ იქნა მხოლოდ ერთი თანამშრომელი, რომელსაც წინასწარ ეცნობა გადაყვანის თაობაზე. ხოლო სხვა დანარჩენი თანამშრომლების გადაყვანა სხვა სტრუქტურულ ერთეულში ან/და სხვა საშტატო ერთეულზე არ მომხდარა. რაც შეეხება მინდაძეს, მისი სხვა სტრუქტურულ ერთეულში ან/და საშტატო ერთეულზე გადაყვანა არ მომხდარა. ცვლილება არ ემსახურებოდა საკონკურსო საატესტაციო კომისიის საქმიანობიდან მის ჩამოშორებას. დღემდე ის მუდმივმოქმედი საკონკურსო საატესტაციო კომისიის წევრია“, _ აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატიდან „გურია ნიუსისთვის“ გამოგზავნილ წერილში.

რაც შეეხება მინდაძის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, დეპარტამენტის გაყოფა და სახელის გადარქმევა ემსახურება იმ მიზანს, რომ საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე არ იქნას აღდგენილი ილია ჭანტურაია. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს? _ სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ „აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება. ახალი სამმართველოს შექმნის მიზეზები დასახელებულია ზემოთ დეტალურად“.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც „გურია ნიუსმა“ სახალხო დამცველს მიმართა, ილია ჭანტურაიას თანამდებობაზე აღდგენა იყო.

კითხვაზე: აპირებს თუ არა სახალხო დამცველი ილია ჭანტურაიას თანამდებობაზე დაბრუნებას? და თუ საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტი სახალხო დამცველის ოფისში აღარ არის, რა პოზიციაზე შეიძლება დაბრუნდეს ჭანტურაია? _ აპარატიდან გვიპასუხეს:

„ილია ჭანტურაიას საქმეზე,  სახალხო დამცველის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენილია საკასაციო საჩივარი. ამ ეტაპზე საქმის განხილვა დასრულებული არ არის. სახალხო დამცველი იმოქმედებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შესაბამისად“, _ ნათქვამია ჩვენთვის გამოგზავნილ წერილში.

 

ამავე თემაზე:

ყოფილმა თანამშრომელმა სახალხო დამცველს სასამართლო დავა მოუგო

ყოფილმა თანამშრომელმა სახალხო დამცველს დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო

სახალხო დამცველი თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებს დისკრედიტაციად აფასებს

ვისთვის შეიძინა უჩა ნანუაშვილმა ძვირადღირებული „მერსედესი“ და უკავშირდება თუ არა ამას თანამშრომლის გათავისუფლება

სახალხო დამცველის აპარატიდან დეპარტამენტის უფროსი გაათავისუფლეს

სახალხო დამცველი რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

რას პასუხობენ თანამშრომლის ბრალდებებს სახალხო დამცველის ოფისში

რა ინფორმაციის გაჟონვისთვის ათავისუფლებს უჩა ნანუაშვილი თანამშრომლებს

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"არ მჯერა, რომ გოდერძი თევზაძე ჩემი შვილის მკვლელობასთან რაიმე კავშირშია”

100-ქულიანი სისტემა _ კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მძღოლებს ქულები ჩამოეჭრებათ

ყველა სიახლე

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
პოლიტიკა

ვოლსკი: სააკაშვილისთვის ახლა მთავარია საზოგადოებაში რაც შეიძლება მეტი განსხვავება გაჩნდეს, დაპირისპირების ახალი კერები შეიქმნას

15:03; 7.01.2026
პოლიტიკა

ქართველი მადურო ჩვენ გვიზის რუსთავის მე-12 ციხეში – შალვა პაპუაშვილი

15:02; 7.01.2026
სამართალი

საქართველოს პროკურატურა ეხმაურება გიგა ავალიანის ოჯახის განცხადებას

14:57; 7.01.2026
ზაფრანი

საშობაო სიურპრიზი   

11:45; 7.01.2026
ზაფრანი

საშობაო საჩუქარი   

11:43; 7.01.2026
ზაფრანი

ქართული საშობაო სუფრა

11:42; 7.01.2026
საზოგადოება

შობის ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

11:39; 7.01.2026
საზოგადოება

შობის ზეიმი საქართველოში

11:37; 7.01.2026
მსოფლიო

ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

11:30; 7.01.2026
სამართალი

მამა-შვილს მანქანით გადაუარეს – სისხლიანი გარჩევა მკვლელობით დასრულდა, არიან დაჭრილებიც

11:24; 7.01.2026
სამართალი

ბათუმში ძებნილი პირი დააკავეს

11:21; 7.01.2026
საზოგადოება

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

11:19; 7.01.2026
საზოგადოება

მართლმადიდებელი სამყარო შობას აღნიშნავს

11:16; 7.01.2026
სამართალი

პროკურატურამ ყაჩაღობის და სიცოცხლის მოსპობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18:29; 6.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო