კიევში მყოფი ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინას მიაწვდიან სამხედრო დახმარებას, ასევე, დამატებითი სანქციები დაწესდება ელიტებისა და კომპანიების წინააღმდეგ. გარდა ამისა, ბაიდენმა ფინანსური დახმარების პაკეტიც დააანონსა.
ბაიდენმა თქვა, რომ როდესაც პუტინმა დაიწყო თავისი შეჭრა თითქმის ერთი წლის წინ, მას ეგონა, რომ უკრაინა სუსტი იყო და დასავლეთი გაყოფილი და ის მწარედ შეცდა.
“დღეს, კიევში, მე ვხვდები პრეზიდენტ ზელენსკის და მის გუნდს უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის შესახებ გაფართოებული დისკუსიისთვის.
მე გამოვაცხადებ კრიტიკული აღჭურვილობის მორიგ მიწოდებას, მათ შორის საარტილერიო საბრძოლო მასალის, ჯავშანტექნიკის სისტემებისა და საჰაერო სათვალთვალო რადარების ჩათვლით, რათა დავეხმაროთ უკრაინელი ხალხის დაცვას საჰაერო დაბომბვისგან.
და მე გაგიზიარებთ, რომ ამ კვირის ბოლოს, ჩვენ გამოვაცხადებთ დამატებით სანქციებს ელიტებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ აირიდონ ან შეავსონ რუსეთის ომის მანქანა. გასული წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა შექმნა ქვეყნების კოალიცია ატლანტიკურიდან წყნარ ოკეანამდე, რათა დაეხმაროს უკრაინის დაცვას უპრეცედენტო სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით – და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება”, – განაცხადა ბაიდენმა.
ცნობისთვის, მოულოდნელი ვიზიტით ამერიკის პრეზიდენტი კიევში დღეს, 20 თებერვალს ჩავიდა.