უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული ქართველი მებრძოლები, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა საქართველოში ჩამოასვენეს.
როგორც ცნობილია, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა ლუგანსკში, 16 აპრილს დაიღუპნენ. ისინი აფეთქებას მაშინ ემსხვერპლნენ, როცა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, არკადი კასრაძის ცხედრის გამოყვანას ცდილობდნენ.
უკრაინაში მიმდინარე ომში ჯამში, 9 ქართველი მებრძოლია დაღუპული.