უკრაინის საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფმა ჩამოაგდო რუსული თვითმფრინავი, რომელიც უტევდა სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტს. ამის შესახებ ინფორმაციას ukrinform შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ოდესის ოლქის საკურორტო ქალაქ ზატოკას მახლობლად, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ნაწილმა ჩამოაგდო რუსული თვითმფრინავი, რომელიც თავს ესხმოდა სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტს“, – წერს უკრაინის შეიარაღებული ძალები ფეისბუქზე.
პილოტს, რომელიც თვითმფრინავიდან გადმოვარდა, ეძებენ.