20 მაისს, ოდესის პოლიციამ უკრაინიდან ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გააძევa. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის სტრატეგიული გამოძიების დეპარტამენტში განაცხადეს.
უწყებაში განმარტავენ, რომ საქართველოს მოქალაქე 44 წლის “კანონიერი ქურდია” და ის უკრაინაში ქართული და რუსული ე.წ. ქურდული სამყაროს ინტერესებს წარმოადგენდა. მათივე ცნობით, პირი არაერთხელაა ნასამართლევი.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სანქციების სიაში შევიდა, როგორც პირი, რომლის ქმედებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სახელმწიფოსა და მოქალაქეთა ეროვნულ უსაფრთხოებას.
მას უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა 3 წლით აეკრძალა.
ავტორი