უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გია გეწაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას INTERFAX ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, გია გეწაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 14 თებერვლის მთავრობის მიერ მიღებულ #93-ე დადგენილებაშია ნათქვამი.
როგორც ცნობილია, გია გეწაძე თანამდებობაზე 2015 წლის თებერვალში დაინიშნა. ის იყო ასოცირებული საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, რომელსაც უკრაინაში მაღალი თანამდებობა ეკავა.
მაუწყებლის ინფორმაციით, 2015 წლის 18 თებერვალს პოროშენკომ შექმნა საერთაშორისო რეფორმების საბჭო და დანიშნა სააკაშვილი თავმჯდომარედ, რომელიც ასევე მისი მრჩეველი იყო.
მანამდე, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად ალექსანდრე კვიტაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ, ეკა ზღულაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ გია გეწაძე, დავით საყვარელიძე კი გენერალური პროკურორის მოადგილედ დაინიშნა.