უკრაინაში, ივანკვის პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ხანძარი გააჩინა. აღნიშნულ ინფორმაციას კიევის ოლქის პოლიცია ავრცელებს.
სამართალდამცველების ცნობით, ეჭვმიტანილი, სოფელ რაჰივკას მკვიდრი, წარსულში ნასამართლევი 27 წლის ახალგაზდა მამაკაცია.
მან, პოლიციებს განუმარტა, რომ მიტოვებული მეურნეობის მახლობლად, ტყეში ბალახს ცეცხლი გასართობად წაუკიდა. ის სასამართლოს წინაშე წარდგება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად სატყეო მეურნეობის 5 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა.
ჩერნობილში ხანძრის შესახებ 4 აპრილს გახდა ცნობილი. სტიქიას 300-ზე მეტი მეხანძრე აქრობდა.
ხანძრის ეპიცენტრში რადიაციის დონის მატება დაფიქსირდა. ამ ეტაპზე ცეცხლის კერები ჩამქრალია.