უკრაინის შეიარაღებული ძალების 95-ე ცალკეული საჰაერო თავდასხმის ბრიგადის ნაწილებმა კურსკის ოლქში უკრაინა-რუსეთის საზღვრის კიდევ ერთი მონაკვეთი გაარღვიეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო ჯარების სარდლობის საკომუნიკაციო სამმართველო ავრცელებს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების 95-ე ცალკეული საჰაერო-სადესანტო ბრიგადის ქვედანაყოფებმა რუსეთის საზღვრის ერთ-ერთი მონაკვეთი გაარღვიეს. ეს არის რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ოპერაციის დაწყებიდან რუსეთის საზღვრის გარღვევის უკვე მეორე წარმატებული ოპერაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.