“მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება, თუმცა, მისი დაკავება ჯერჯერობით არ შეგვიძლია”, _ განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა არტიომ შევჩენკომ.
ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ არის ოდესის ყოფილი გუბერნატორი ჯერ კიდევ დაკავებული, შევჩენკომ უპასუხა:
“იმიტომ, რომ დაკავება ითვალისწინებს პროცესუალურ ნორმებს. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ სააკაშვილს _ ის იმყოფება იმ ადგილზე, საიდანაც გამოდის და ხალხთან აქვს ურთიერთობა.
სასაზღვრო სამსახურის არ აპირებდა და არც სააკაშვილი დაკავების გააჩნდა საკმარისი საფუძველი. მას გადაეცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი”, _ თქვა შევჩენკომ.