მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან გაძევება სავარაუდოდ, რვა ათასი ევრო დაჯდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც ტელეგადაცემა „სქემების“ ჟურნალისტებმა დაადგინეს, თვითმფრინავი, რომლითაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინა დატოვა, პოლონურ ავიაკომპანია Jet Story-ს ეკუთვნის.
გავრცელებული ინფორმაციით, ნაქირავები თვითმფრინავი Hawker Beechcraft Premier 1A ნომრებით SP-RDW ბორისპოლის აეროპორტიდან ვარშავის მიმართულებით 12 თებერვალს 16:33 საათზე გაფრინდა.
ავიაკომპანია Jet Story ასეთი თვითმფრინავით კიევიდან ვარშავაში მგზავრობას მგზავრებს რვა ათას ევროდ სთავაზობს.
ამასთან, ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ უკრაინას აღნიშნული რეისის ორგანიზებაში უკრაინული კომპანია Sky Handling-ი დაეხმარა.
1tv.ge