https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ულვაშიანი ჯენტლმენი

8:01; 27.01.2018
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელ წერილში ლეგენდარულ ქართველ კალათბურთელს ოთარ ქორქიას გავიხსენებთ. ბატონი ოთარი ერთ-ერთი იმ პირველთაგანია, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის განვითარებასა და პირველ საერთაშორისო წარმატებებში დიდი წვლილი შეიტანა.

წინა საუკუნის 40-იანი წლების მიწურულს და 50-იან წლებში ქართული კალათბურთი საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. თბილისის „დინამომ“ იმდროინდელი იმპერიის ჩემპიონატი რამდენჯერმე მოიგო. რასაკვირველია გუნდის გამარჯვებების მთავარი შემოქმედი ოთარ ქორქია გახლდათ.

ქართველმა კალათბურთელმა საერთაშორისო დონეზეც გაითქვა სახელი. მისი დამსახურება იყო სსრკ-ის ნაკრები ევროპის პირველობის გამარჯვებული რამდენჯერმე რომ გახდა. უცხოელი სპორტული ჟურნალისტები ოთარ ქორქიას მსოფლიო კალათბურთის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ცენტრალურ თავდამხმელად ასახელებდნენ. 1951 წელს ფრანგმა ჟურნალისტებმა მას „ულვაშიანი ჯენტლმენიც“ კი შეარქვეს.

ბატონი ოთარ ქორქია ჩვენი წერილის მთავარი გმირია. მკითხველს მის მოგონებებს წარმოვუდგენ, რომელიც სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ინტერვიუებიდან ამოვიღე.

„სუსტი და მაღალი ვიყავი, ხშირად ვცივდებოდი და მეგობრებმაც „გრიპუსა” შემარქვეს. ეს იყო ჩემი პირველი მეტსახელი.

ქუთაისში კალათბურთის თამაში, ეგრეთ წოდებული, მესამე ლეგიონის დასახლებაში დაიწყეს, სადაც სამხედრო ნაწილი მდებარეობდა. მოთავე გივი კილაძე გახლდათ, მრავალმხრივი სპორტსმენი და დიდებული პიროვნება, რომელიც ნიჭიერ ბიჭებს ქუჩა-ქუჩა ეძებდა და სხვადასხვა სექციებში აბარებდა. ბატონი გივი წყალბურთელიც იყო, კალათბურთელიც, ფეხბურთსაც თამაშობდა, მძლეოსანთა შორისაც ხშირად ნახავდით – განსაკუთრებით ბირთვის კვრა იზიდავდა… ერთი სიტყვით, სპორტზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი იყო.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ძალიან გაგვიჭირდა. თუმცა, მარტო ჩვენ კი არა, მთელ ქვეყანაში არავის ულხინდა. ამიტომ კალათბურთს ჩამოვშორდი. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, დროებით, ქუთაისის საკონსერვო ქარხანაში დავიწყე მუშაობა. ვარჯიში ოცი წლისამ განვაახლე, 1943 წელს. ბატონი გივი კვლავ ბავშვებთან მუშაობდა, ქუთაისის „დინამოს” კი მისი მეგობარი ალეკო მესხი ავარჯიშებდა.

გივი კილაძის გარდა ანანო ხვინგიაც უნდა ვახსენო. ის სპორტსაზოგადოება „სპარტაკის” თავმჯდომარე გახლდათ, არანაკლებ დიდი პიროვნება და გადასარევი კაცი. დიდ საქმეებს იყო შეჭიდებული, მისი ძალისხმევით ბევრი ქუთაისელი ახალგაზრდა გადაურჩა მსოფლიო ომს. მე, როგორც „მავნებლის” შვილს, კომკავშირში არ მიღებდნენ, თუმცა ბატონმა ანანომ არ გამწირა _ მამის „დანაშაულის” გამო, შვილმა პასუხი არ უნდა აგოსო, _ თქვა.

იმ წლებში ძალიან პოპულარული იყო, ეგრეთ წოდებული, რვა ქალაქის ტურნირი, რომელიც საკავშირო პირველობის პარალელურად იმართებოდა და ძალიან პოპულარული იყო. ამ შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად პატარა ქალაქებს შორის საკვალიფიკაციო ტურნირი იმართებოდა, ფინალურ ეტაპზე კი მუდმივად თამაშობდნენ მოსკოვის, ლენინგრადის, კიევის, თბილისის და ბალტიისპირეთის რესპუბლიკების ნაკრები გუნდები. 1945 წელს ქუთაისის ნაკრებმა რვა ქალაქის ტურნირში მესამე ადგილი დაიკავა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქუთაისის „დინამო” თითქმის დაიშალა: რამდენიმე მოთამაშე ომს შეეწირა, იმედისმომცემი ახალგაზრდების უმეტესობა კი თბილისში გადმოგვიყვანეს. ჩემი მეგობარი და კალათბურთზე უზომოდ შეყვარებული სულიკო თორთლაძე ყველაზე პირველი წამოვიდა _ „ნაუკაში” მიიპატიჟეს.

1946 წლის მიწურულს მეც თბილისში გადმოვედი, 1947 წლის იანვრიდან კი „დინამოს” წევრი გავხდი. ყველა დიდ წარმატებას ამ გუნდის მაისურით მივაღწიე და საბჭოთა კავშირის ნაკრებშიც „დინამოდან” მოვხვდი. 40-იანი წლების მიწურულს და 50-იან წლებში ქართული კალათბურთი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მთელ საბჭოთა კავშირში, საბჭოური კი, თავის მხრივ, ევროპაში.

სსრკ ნაკრების შემადგენლობაში 1947 და 1951 წლებში ორჯერ მოვიგე ევროპის ჩემპიონის ტიტული, 1949 და 1951 წლებში კი სტუდენტთა მსოფლიო თამაშები. 1952 წელს, ჰელსინკის ოლიმპიადაზე, ჩვენი გუნდი ოქროს მედლის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ითვლებოდა, მაგრამ ფინალში ამერიკელებთან დავმარცხდით – 25:36. იმ ტურნირზე ამერიკელებმა ორჯერ გვაჯობეს. ფინალამდე ჯგუფში 58:86 მოგვიგეს.

ყველაზე მეტი ქულა, თუ არ მეშლება, ჩილესთან 78:60 მოგებულ შეხვედრაში ჩავაგდე _  38. ფინელებთან და მექსიკელებთანაც კარგად ვითამაშე _ 25-25 ქულა მოვიპოვე. ნახევარფინალში ურუგვაელებს ვაჯობეთ 61:57 და 21 ქულა მივითვალე. ამერიკელებთან პირველ შეხვედრაში, ერთ-ერთი მეტოქის უხეშობის გამო, ხელის გული გამისკდა და ამიტომ მათთან, ბრაზილიელებთან და ბულგარელებთან მთელი ძალით ვერ ვითამაშე, შესაბამისად, ძალიან ცოტა ქულა დავაგროვე. საერთო ჯამში, იმ ოლიმპიადით უკმაყოფილო არ ვიყავი _ მეც და მთელმა გუნდმაც ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო.

როცა ფინალში ხარ, მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს, სულ რომ ათი თავით შენზე ძლიერი იყოს, მაინც ოქროზე ფიქრობ. ამერიკელებთან გადამწყვეტ მატჩში წაგებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ერთ-ერთი _ არასწორი სელექციაც იყო – მწვრთნელებმა რამდენიმე ძლიერი კალათბურთელი არ წაიყვანეს ფინეთში, რაც შეცდომა იყო. ამას გარდა, მათ დატვირთვის დოზირება არ იცოდნენ _ ექვსკვირიან შეკრებაზე ბოლომდე გვწურავდნენ. სხვათა შორის, მე და ნაკრების კიდევ ერთმა ქართველმა წევრმა ნოდარ ჯორჯიკიამ დასკვნითი შეკრების ბოლო ათ დღეს ავადმყოფობა მოვიმიზეზეთ და ჯერ რამდენიმე დღე დავისვენეთ, შემდეგ კი მხოლოდ მსუბუქად ვივარჯიშეთ. ამით ძალა დავზოგეთ.

1955 წელს უნგრეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატს ჩვენი ნაკრები ბოლო სამი პირველობის გამარჯვებულის რანგში შეხვდა. ფავორიტები ვიყავით, ოქროს მედლების მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ ჩვენმა მწვრთნელმა კონსტანტინ ტრავინმა ქვეყნის ხელისუფლების და პირადად პირველი პირის ნიკიტა ხრუშჩოვის პოლიტიკა – რუსების ფონზე სხვა ერების შევიწროება – გუნდშიც გაატარა, შედეგად კი მხოლოდ ბრინჯაოს მედალი მიიღო. იმის ნაცვლად, რომ იმ წლების ყველა მოწინავე ბალტიისპირელი და ქართველი კალათბურთელი მიეწვია, ნაკრების ნახევარი არცთუ მაღალი დონის რუსებისგან დააკომპლექტა, რომლებმაც ლიდერები ვერ ჩაანაცვლეს. ფინალურ ჯგუფში ყველაზე ძალიან უნგრელებთან და ჩეხოსლოვაკიელებთან გაგვიჭირდა და საბოლოოდ, სწორედ მათ ჩამოვრჩით. არადა, ხომ გეუბნებით, საუკეთესო შემადგენლობით რომ ვყოფილიყავით, ისინი უშანსოდ იქნებოდნენ.

ყველაზე კარგი მოგონება? ასეთი ორია და ორივე, გაგიკვირდებათ, მაგრამ კალათბურთს არ უკავშირდება: პირველი _ მამა რომ ცოცხალი დაბრუნდა და მეორე _ სოხუმში მამისეული სახლი რომ დავიბრუნე. მამაჩემი სოხუმელი იყო, იქ დაბადებულ-გაზრდილი. ის ჯერ კიდევ გადასახლებული იყო, როცა სოხუმში ჩავედი ჩვენი სახლის სანახავად. ვიღაც გამოვიდა და უკმეხად მკითხა, ვინ ხარ, რას დაეძებო. ვუპასუხე, ვინც ვიყავი და რაც მინდოდა. კიდევ რაღაც მითხრა უხეშად და წავკამათდით. დავტაცე ხელი და შორს მოვისროლე. ამ ამბიდან ზუსტად მესამე დღეს სახლი დავიბრუნე! ერთ კარგ სოხუმელ კაცს ვიცნობდი, გვარად მიჩურინს. სახელი, სამწუხაროდ, აღარ მახსოვს. ის მაღალი ჩინის სამხედრო იყო, აფხაზეთში საკუთარი მეურნეობები ჰქონდა და პროდუქტებით პირადად სტალინს ამარაგებდა. რამდენჯერმე კალათბურთის თამაშისას გვნახა, ჩვენი გუნდის დიდი გულშემატკივარი იყო, ერთი სიტყვით, დაგვიახლოვდა და ძალიან სასიამოვნო ადამიანად დაგვამახსოვრა თავი. ჰოდა, იმ ვიგინდარას გალახვის მერე მას მივაკითხე, ასე და ასეა ჩემი ამბავი, იქნებ დამეხმაროთ-მეთქი. მან, თავის მხრივ, საქმის ვითარება რომ შეიტყო, ნაცნობები შეაწუხა და ზუსტად მესამე დღეს სახლი ჩემი იყო.

დიდების კალათბურთს რომ ჩამოვშორდი, „ნორჩი დინამოელი” ჩავიბარე. ორი ჯგუფი მყავდა და ექსპერიმენტს მივმართე. ერთ ჯგუფს ჩვეულებრივ ვავარჯიშებდი, ტრადიციული წესების დაცვით ორი საათის განმავლობაში, მეორეს კი უცხოური მუსიკის ფონზე და იცით, რამხელა სხვაობა დავინახე? _ მეორე ჯგუფის ბიჭები ორჯერ უფრო დიდხანს, თითქმის ოთხი საათი ვარჯიშობდნენ და დაღლა არც ეტყობოდათ! ზოგადად, ვცდილობდი ბავშვები უაზრო ვარჯიშით არ დამეტვირთა და მათთვის მეტი თავისუფლება მიმეცა. იცით, რით დასრულდა ყველაფერი? _ უცხოური მუსიკისადმი სიყვარული კაპიტალიზმის პროპაგანდად ჩამითვალეს და სამსახური დამატოვებინეს.

გულისტკენა? რამდენიც გნებავთ, იმდენი იყო, თუმცა, ყველაზე ძალიან იცით, რაზე მწყდება გული? 1962 წელს „დინამომ” ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო, ყველაზე მნიშვნელოვანი საკალათბურთო ტიტული, მაგრამ ჩვენი გამარჯვების ამბავი რაღაცნაირად დავიწყებას მიეცა _ თითქოს უბრალო თასი მოგვეგოს. წელი წელს მისდევს, ის გამარჯვება კი ძალიან ცოტას თუ ახსოვს. მის შეხსენებასაც არავინ ცდილობს. აი, ფეხბურთელების მიერ მოგებულ თასების თასს კი ლამის ყოველ წელს აღნიშნავენ. არა, განა რამე ცუდია მათ ტრიუმფში, პირიქით, ვამაყობ ფეხბურთელების წარმატებით, მაგრამ რატომ მხოლოდ საფეხბურთო „დინამო” და არა საკალათბურთო? განა, ერთი მეორეს ხელს შეუშლის ან დაჩრდილავს? პირიქით! როცა ორი დიდი გამარჯვება შეგიძლია გაიხსენო და დააფასო, მხოლოდ ერთს რატომ აღნიშნავ? _ ამაზე მწყდება გული“.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სპორტი

თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა

16:24; 27 იანვარი, 2026
სპორტი

პიოტრ იანი: ჩემი შემდეგი ბრძოლა მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ შედგება

16:12; 27 იანვარი, 2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ავლაბარში- ვიდეო ადგილიდან

21:24; 26 იანვარი, 2026
სპორტი

ბორჯღალოსნების სატურნირო შემადგენლობა ცნობილია

18:36; 26 იანვარი, 2026
სპორტი

გაბრიელ სალუქვაძე საჭადრაკო ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა

21:31; 25 იანვარი, 2026

პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარედ ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

სუმოისტი ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელი გახდა

ყველა სიახლე

საზოგადოება

20 წელი სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან

21:17; 28.01.2026
პოლიტიკა

საკანონმდებლო ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში და მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით

21:02; 28.01.2026
სამართალი

პოლიციის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

20:29; 28.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1 დაშავდა

20:24; 28.01.2026
სამართალი

მამაკაცს სასტიკად გაუსწორდნენ

20:18; 28.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკი 2010 წლიდან  18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია

17:38; 28.01.2026
სამართალი

“არასრულწლოვნებს აძლევდა მითითებებს, თუ როდის და რომელი ობიექტი უნდა გაექურდათ”- დაკავებულია 6 პირი

17:27; 28.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:17; 28.01.2026
სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზარხ მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა

17:10; 28.01.2026
ფინანსები

დაესწარი ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს სტუდენტებისთვის – პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

15:43; 28.01.2026
საზოგადოება

რატომ არ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი ოზურგეთის #4 საჯარო სკოლასა და სოფელ თხინვალის საჯარო სკოლაში

15:35; 28.01.2026
პოლიტიკა

შეაფერხებს თუ არა საკრებულოს თავმჯდომარის დაკავება წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობას

15:24; 28.01.2026
პოლიტიკა

“უკიდურესად მძიმე ფაქტი”- რას ამბობს ოპოზიციონერი ლიდერი პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დავით შარაშიძეზე

14:41; 28.01.2026
პოლიტიკა

„რაზე იჩხუბეს მე რავიცი, რეებს მეკითხებით?!“-  ვასილ ჩიგოგიძე

14:13; 28.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული მძღოლი დააკავეს

14:09; 28.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო