პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი, მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ და სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს.
„მინდა, მივმართო მოსახლეობას, დადგა მომენტი, რომ ერთმანეთს უნდა დავცილდეთ. უნდა დავცილდეთ იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა გადავრჩეთ და დაცილების ერთ-ერთი გზა არის ფიზიკური დისტანცია, მაგრამ ერთი გამონაკლისით, დესოციალიზაციის გარეშე. ძალიან ვთხოვ ყველას, რომ ჩვენ თქვენთვის ვართ, მაგრამ ვერ აუვალთ ამდენს. თუ არ დაიცავით ერთი რამ – დარჩით სახლში, ფიზიკური დისტანციით“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 306 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 69 უკვე გამოჯანმრთელდა.