ცნობილი ქართველი რეჟისორი გოგი თოდაძე გარდაიცვალა. რეჟისორს 21 თებერვალს 75 წელი შეუსრულდებოდა.
გოგი თოდაძე იყო შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ათეული წლების განმავლობაში გოგი თოდაძე მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა. რეჟისორი 90-მდე სპექტაკლის ავტორია, რომელიც სხვადასხვა თეატრის სცენაზე დადგა.
გოგი თოდაძე ხელმძღვანელობდა სკოლა-სტუდია „ბერიკებს“, რომელმაც ქართული თეატრისა და კინოს ახალგაზრდა მსახიობთა თაობები აღზარდა. იყო მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი.
ინფორმაცია გოგი თოდაძის გარდაცვალების შესახებ მსახიობმა ნიკუშა ფაიქრიძემ გაავრცელა:
“წავიდა…
დიდი მადლობა, ბატონო გოგი…
არასდროს დამავიწყდებით…
ვეცდები ისე მიყვარდეს თეატრი, როგორც თქვენ…
უფალს ებარებოდეთ, მაესტრო!”