ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დამსაქმებლებს მოუწოდებს, დროულად წარადგინონ ინფორმცია იმ დასაქმებულების შესახებ, ვისაც სახელმწიფოსგან 6 თვის განმავლობაში ჯამში 1 200-ლარიანი საკომპენსაციო პაკეტი ეკუთვნით, რათა დროულად მოხდეს დახმარების გაცემა
„ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ის, რომ დამსაქმებლები ფიქრობენ, რომ ადამიანებს, ვინც საგანგებო მდგომარეობის ამოქმედებამდე დაკარგეს სამსახური, ეს კომპენსაცია არ ერგებათ. ამას გარდა, არის უპასუხისმგებლობისა და დაუდევრობის შემთხვევები, როცა დამსაქმებელმა გაუშვა თანამშრომელი და აღარც კითხულობს. ალბათ, ამ შემთხვევაში, თავად დასაქმებულებმაც უნდა იაქტიურონ და რამენაირად უნდა მოგვაწოდონ კომპანიებმა მათზე ინფორმაცია. შეიძლება, დამსაქმებელი ანაზღაურებას ხელზე აძლევდა და მისი საბაკო ანგარიშიც არ იცის. უნდა დაურეკოს, მოიკითხოს, გამოგვიგზავნოს მისი ინფორმაცია. არიან დამსაქმებლები, რომლებიც ხედავდნენ განაცემში, რომ ადამიანმა პირველ კვარტალში ერთხელ მაინც მიიღო ხელფასი, დღეს ხედავენ, რომ აღარაა ეს ადამიანი განაცემში და კომპანია არ წარადგენს მის მონაცემებს. ნებისმიერ ადამიანზე, რომელსაც, ნებისმიერ პერიოდში, 1-ელ ივნისამდე შეუწყდა ხელფასი, უნდა წარმოგვიდგინონ ასეთი დასაქმებულის შესახებ ინფორმაცია“, – განაცხადა ფინასთა მინისტრმა.