ოზურგეთის #60 საარჩევნო საოლქო კომისიაში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის წარმომადგენელის კახა ჩავლეშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მშვიდობაურის, სერის და მეორე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე რეგისტატორები და რიგის მომწესრიგებელი უფრო პასუხისმგებლობით უნდა მოიქცენ და შეასრულონ თავიანთი მოვალეობები.
ჩავლეშვილის თქმით, რეგისტრატორებმა ამომრჩევლებს სხვისთვის განკუთვნილ გრაფაში შესთავაზეს ხელის მოწერა.
“მარკირება გაიარეს, მაგრამ სიაში არ იყვნენ და უთხრეს სხვის გრაფაში მოეწერათ ხელი. იყო შემთხვევები ამომრჩეველს სანამ სიაში გადაამოწმებდნენ, მარკირების სითხე მანადე დაასხეს და ამიტომ ვამბობ, რომ სერიოზულად უნდა მიექცეს ამ ფაქტებს ყურადღება. კაცმა არ იცის შემდეგ რა მოხდება, არ შეიძლება ასეთი ქმედებები“, _ ამბობს კახა ჩავლეშვილი.
აღნიშნულთან დაკავშირებით „გურია ნიუსთან კომენტარს აკეთებს ოზურგეთის #60 საარჩევნო საოლქო კომისიის თავმჯდომარე ზვიად თენიეშვილი.
„არანაირი საჩივარი არ არის შემოსული რეგისტრატორებსა და რიგის მომწესრიგებლებზე. მხოლოდ ერთი საჩივარი შემოვიდა და ამაზე იმსჯელებს კომისია“, _ გვითხრა თენიეშვილმა.