https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

    ღაზაში აფეთქებებს 32 ადამიანი ემსხვერპლა

    ტემპერატურა -30 გრადუსამდე დაეცემა – ძლიერი ყინვა პოლონეთსა და ცენტრალურ ევროპაში

    ვიქტორ ორბანი – ევროპელებს არ სურთ, უკრაინა ევროკავშირში იყოს

    დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების საუკეთესო ნიმუში” _ შალვა მახარაძის მოგონებებიდან

11:04; 8.04.2019
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე მამაჩემმა შალვა მახარაძემ რამდენიმე გვერდიანი ნარკვევი გამოსცა, რომელიც ეხებოდა მის მშობლიურ სოფელს ნაღობილევს.

,,შევეცდები აღვწერო სოფელ ნაღობილევის მკვიდრთა და წინაპართა საქმიანობა, რომლის მომსწრე თავად ვიყავი ან მსმენია მშობლების, მეზობლების და საერთოდ ჩვენი სოფლის მკვიდრთაგან.

ჩვენს სოფელში და გურიაში შეძლებისდაგვარად ჰყავდათ ხარები, კარგად გაწყობილი ურემი, კავი, რომელიც შემდეგ შეცვალა რკინის გუთანმა. ფარცხი (ჩელტი) და სხვა ყოველგვარი ხელსაწყოები და ნივთები, რაც საჭირო იყო სოფლის მეურნეობისათვის. ჰყავდათ ძროხები, თხები, ღორები, ინდაურები, ბატები, იხვები. მოჰყავდათ სიმინდი, სოიო, ბრინჯი, ლობიო, ღომი ცერცვი, ხაპი, ცოცხი და ასევე ყოველგვარი ბოსტნეული და ბახჩეული. შემდეგ შემოვიდა ჩაისა და ციტრუსების კულტურები, ხილეულიდან აშენებდნენ ნაცარა ვაშლს, დემირა ვაშლს, მსხალს, ატამს. მიკადოს და სხვა ხილს, მოჰყავდათ თხილი.

სახლის ეზოში გაკეთებული ჰქონდათ ჭა, თუ ოჯახს არ გააჩნდა ასეთი, წყალს იღებდნენ მეზობლის ჭიდან.

მიწაში ჩაფლული ჰქონდათ ჭურები (ქვევრები), რასაც, ძირითადად, იყენებდნენ ხილის, ჭაჭისა და ანწლის ჩასაყრელად შემდგომ ოტკის (რუსული სიტყვიდან водка ) – არყის გამოხდის მიზნით. გააჩნდათ არყის სახდელი ხელსაწყო. საკარმიდამოში ჰქონდათ პატარა ტყე აკაციის, რცხილის თუ სხვა ხეების. ჰქონდათ ვენახი, ხეებზე გაშენებული ადესა, აგრეთვე ცოლიკაური, ციცქა და აგრეთვე ე.წ. დაბალი ვენახი (ნოეს ყურძენი).

ყველა გურულს ჰქონდა საცხოვრებელი სახლი. ამის გარდა სამზარეულო სახლი (იგივე ქუხნა), რომლის შუა ადგილას დადგმული იყო კერია და ინთებოდა შუა ცეცხლი.

კერიის თავზე გაკეთებული იყო ხის სამაგრები, სადაც იფუტებოდა (იბოლებოდა) ღორის ხორცი. სახლის სხვენში ინახავდნენ ახლადდაკრეფილ თხილს, რომელიც შეიბოლებოდა და უაღრესად გემრიელი იყო.

სამზარეულო სახლის უკან მიდგმული იყო საქონლის საზამთრო სადგომი (გურიაში ახორს უძახიან), სადაც ცალ-ცალკე თვასდებოდა საქონელი, რომლისთვისაც ძირითად საკვებად იყენებდნენ თივას, სიმინდის ჩალასა და სოიოს. ჰქონდათ საქონლის საზაფხულო სადგომი (ჩიხი), სადაც შერეკავდნენ საქონელს და ჩიხი იმდენად სრული იყო, რომ პირუტყვს ცალ-ცალკე დაბმა არ სჭირდებოდა.

ეზოში ჰქონდათ სასიმინდე (ნალია), ზოგს რამდენიმე, სადაც სიმინდს ინახავდნენ. სოფლის გლეხობას ნალია აგრეთვე ჰქონდა ეზოს გარეთ, იქ სადაც სიმინდი მოჰყავდა და მოყვანილ სიმინდს მარტის თვემდე ადგილზე ინახავდნენ. სასიმინდეს დაკეტვა არ სჭირდებოდა, არავის აზრად არ მოუვიდოდა მისი მოპარვა (სხვათაშორის, ჩემმა ძმამ ბაბუაჩვენის ნალია დაშალა და თბილისში ჩამოიტანა. ახლა ის ბაგების ეზოში დგას-ი.მ.).

ჰქონდათ და ზოგიერთს ამჟამადაც აქვს კოპიტის ხის სქელი ძელებისაგან აშენებული პროდუქტების შესანახი სათავსო  ბეღელი, რომელშიც ვერ შედიოდნენ მღრღნელები. ხშირად ბეღლის წინ დახურულ ადგილას გაკეთებული ჰქონდათ ჩამური, რომლითაც ცეხვავდნენ (კანს აცლიდნენ) ბრინჯს და ღომს.

საკალანდო ღორს ასუქებდნენ ისე, რომ საღორედან გარეთ არ უშვებდნენ (მოძრაობის დროს ღორი კარგად არ სუქდებაო). ასევე სპეციალურად წნელით დამზადებულ სადგომში (გურულად გორძღოში) ამწყვევდნენ ფრინველებს და იმდენ საკვებს აძლევდნენ, რამდენის ჭამაც შეეძლო. ინდაურს აყლაპებდნენ გარჩეულ ნიგოზს, რათა მას ჰქონოდა ყვითელი და სასიამოვნო ხორცი. როცა ღორს დაკლავდნენ, მის ხორცს აწყობდნენ ხის დიდ კასრში, სადაც ჩასხმული იყო მარილიანი წყალი. დაახლოებით სამი კვირის შემდეგ როცა ხორცს ამოიღბდნენ და დაჰკიდებდნენ ქუხნის შუა ცეცხლის თავზე მოწყობილ საკიდზე, ხორცი ნელ-ნელა იფუტებოდა და საუკეთესო გემოსი ხდებოდა. ღორის მუცლის ქონს ადნობდნენ, მოათავსებდნენ ქილებში და ის კარაქის მაგივრობას სწევდა.

მოკრეფილ ხილს ინახავდნენ საცხოვრებელი სახლის სხვენში (ჭერსა და სახურავს შუა), ხოლო ციტრუსებს ინახავდნენ ბეღელში თივიან ყუთში.

მაღალ ხეებზე გაშვებულ ყურძნის მოსაკრეფად ჰქონდათ აგრეთვე გოდორი (გიდელი) და სხვა საჭირო ნივთები. გააჩნდათ ღვინის დასაწურად საწნახელი.

დიასახლისები ამზადებდნენ გურულ ცხარე და გემრიელ კერძებს. ჭადს, პურსა და ხაჭაპურს აცხობდნენ ქვის კეცზე. ამზადებდნენ გემრიელ ღომსა და საცივს…

ჩვენი სოფლის მცხოვრებთ ერთმანეთთან ჰქონდათ კარგი, ჯანსაღი ურთიერთობა, არ იყო ქურდობა, არ იკეტებოდა სახლის კარები.

მახსენდება ერთი შემთხვევა. დაახლოებით, 1935-36 წლებში ჩვენს სოფელში გაჰყავდათ მოასფალტებული გზა, რომლითაც ქ. ოზურგეთი  მოკლე მანძილით უკავშირდებოდა სოფელ ნატანებს ჩვენი სოფლის გავლით. კოლმეურნეობის გამგეობის გადაწყვეტილებით, მამაჩემი კირილე დანიშნული იყო ბრიგადირად გზის მშენებლობაზე. ერთხელ სადილის დროს მამაჩემს სახლში მოჰყვა რამდენიმე კაცი. დედაჩემი მათ არ ელოდა და გამოცხობილი ჰქონდა მხოლოდ ერთი კეცი ჭადი, რაც, რა თქმა უნდა, სტუმრებისათვის საკმარისი არ იყო. დრო კი არ ითმენდა. ჩვენს მეზობლად მარცხენა მხარეს ცხოვრობდა ლავრენტი მახარაძის, ხოლო მარჯვნივ გრიგოლ გობრონიძის ოჯახი. მამა გადავიდა მათთან გამომცხვარი ჭადის მოსატანად. სახლში არავინ დახვდა, გამომცხვარი ჭადი კი ქვის კეცზე იდო. მამაჩემმა აიღო ჭადი და სტუმრებს გაუმასპინძლდა. ამის გამო მეზობელს არანაირი წყენა არ გამოუთქვამს. ეს იყო მეზობლობის ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების საუკეთესო ნიმუში…”

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ისტორია

ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

10:45; 14 იანვარი, 2026
ისტორია

“ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

15:02; 12 იანვარი, 2026
ისტორია

“ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

12:35; 4 იანვარი, 2026
ისტორია

გურული ისტორიები

10:27; 18 დეკემბერი, 2025
ისტორია

შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

11:36; 15 დეკემბერი, 2025

ნაგვით დაფარული ბჟუჟის მიმდებარე ტერიტორია და გაურკვეველი პასუხი მაკონტროლებლისგან

"საკრებულოს თავმჯდომარის რეკომენდაციით, წუხელ "მიმღებში" მეძინა"

ყველა სიახლე

საზოგადოება

“მიწის მასის ჩამოსვლის გამო მოძრაობა იკრძალება”

16:51; 1.02.2026
ზაფრანი

2 თებერვალს “თოვლის მთვარეა”- რისი გაკეთება არ არის ამ დღეს რეკომენდებული

16:45; 1.02.2026
პოლიტიკა

“განათლების კონცეფცია, რომელიც დამტკიცდა, მიზნად ისახავს”- გივი მიქანაძე

16:33; 1.02.2026
მსოფლიო

ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

16:21; 1.02.2026
მსოფლიო

ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

16:00; 1.02.2026
სპორტი

საქართველოს ხმლით მოფარიკავე გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორია

15:48; 1.02.2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

13:57; 1.02.2026
მსოფლიო

ღაზაში აფეთქებებს 32 ადამიანი ემსხვერპლა

13:22; 1.02.2026
სამართალი

განზრახ მკვლელობის ფაქტი – დაკავებულია 1 პირი

12:38; 1.02.2026
მსოფლიო

ტემპერატურა -30 გრადუსამდე დაეცემა – ძლიერი ყინვა პოლონეთსა და ცენტრალურ ევროპაში

12:19; 1.02.2026
საზოგადოება

რას ამბობს იურისტი დაგროვებითი პენსიის შესახებ

11:56; 1.02.2026
საზოგადოება

სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა თოვის გამო

10:32; 1.02.2026
სამართალი

უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 3 პირი

10:28; 1.02.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

10:25; 1.02.2026
ზაფრანი

„ოხუნჯობა“

10:05; 1.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო