ევროპაში მალე გაიყიდება სპეციალურად დამზადებული საღეჭი რეზინი, რომელიც ტანსაცმელს არ ეწებება.
ბევრ ადამიანს ექმნება პრობლემა საღეჭი რეზინის გამო, რადგან ტანსაცმელზე მიწებების შემთხვევაში მისი მოშორება საკმაო ძალისხმევას მოითხოვს, უფრო მეტ უსიამოვნებას კი ლიფტში, სკამზე ან მაგიდაზე მიწებებული საღეჭი რეზინი იწვევს.
ახალი საღეჭი რეზინის გამომგონებელი აცხადებს, რომ მისი გამოგონება საზოგადოებას მსგავს უსიამოვნებებს აარიდებს.
იგი ირწმუნება, რომ ახალი წარმოების საღეჭი რეზინის სრულად მოსაშორებლად ნებისმიერი საგნიდან მხოლოდ საპნისა და წყლის ჩარევა იქნება საჭირო.