ცოტა ხნის წინ, პალეონტოლოგებმა ეგვიპტეში აღმოაჩინეს ვეშაპის გადაშენებული სახეობა, რომელიც დედამიწაზე ცხოვრობდა 41 მილიონი წლის წინ, როდესაც ვეშაპების წინაპრები ხმელეთიდან ზღვაში ინაცვლებდნენ საცხოვრებლად.
ჯგუფმა სახეობას უწოდა „Tutcetus rayanensis“. სიგრძით 2,5 მეტრი და სხეულის მასით, დაახლოებით, 187 კილოგრამი, „Tutcetus“ არის ყველაზე პატარა სახეობა, რომელიც აქამდე უპოვიათ ბაზილოსაურიდებიდან, უძველესი ცნობილი ვეშაპებიდან, რომლებიც მხოლოდ წყალში ცხოვრობდნენ.
გუნდის ხელმძღვანელმა ჰეშამ სალამმა, კაიროს ამერიკული უნივერსიტეტიდან, განაცხადა, რომ ეს არის აღსანიშნავი აღმოჩენა, რომელიც გვიჩვენებს წყლის ცხოვრების წესზე სრულად გადასვლის ერთ-ერთ პირველ ფაზას.
ჯგუფის დასკვნების თანაავტორი, ერიკ სეიფერტი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, ამბობს, რომ ეგვიპტის დასავლეთ უდაბნოს ეოცენური ნამარხი ადგილები მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანია ვეშაპების ადრეული ევოლუციისა და მათი წყალში ცხოვრებაზე სრულად გადასვლის გასაგებად.
ავტორი