https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“უწყლობა და უგზოობაა, განსაკუთრებით შიდა გზების საკითხი, უმწვავეს პრობლემად რჩება”

7:10; 21.10.2019
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“სიკვდილის წინ მაინც დამიბრუნონ წართმეული ანაბრიდან იმდენი, დასამარხად რომ მეყოს”; “სოფელში ორი კილომეტრი გზა რომ გაკეთებულია და 160 კილომეტრ შიდა გზებზე კისერს მოიტეხ, ამას დაპირება უშველის?” “წყალს მიაქვს ყველაფერი და სოფლის ყველა ოჯახი ჭიებიან წყალს სვამს”; “სარკომა მაქვს, უარესი რა უნდა მჭირდეს?! პენსიას არ მაძლევენ”; “ფაროსანას შეწამვლა მხოლოდ ისე უნდა მოხდეს, ქინძის სახსენებელი რომ არ დატოვოს ბაღჩაში?!” “120-200 ლარია საბავშვო ბაღის მასწავლებლის ხელფასი. შეიძლება ამით არსებობა?!” “სკოლის წინ რომ გადასასვლელი უნდა მოეწყოს, ბოგირი დაიგოს, რომ ბავშვს ეს მფრინავი მანქანები არ დაეჯახოს, ტრაგედია სანამ არ მოხდება, ასე ვიძახოთ?!” _ ამ და სხვა მსგავსი, მწვავე მწვავე რეპლიკების და გამოსვლების ფონზე გაიმართა შეხვედრები 10 ოქტომბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ასკანაში, მთისპირში, ნაგომარსა და ძიმითში, სადაც პროექტ “ღია შეხვედრების” ფარგლებში იმყოფებოდნენ პარლამენტარები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

“რთული მდგომარეობაა, არის პრობლემები, თუმცა, არის ბევრი პოზიტივი _ ბევრი საქმეა გაკეთებული. ჩვენი პატარა ქვეყანა, ამ პატარა სამეზობლოში, სადაც გარეთაც რთული მდგომარეობაა, ახერხებს, წინ წაიწიოს. არის სოციალური თემები, საინტერესო საკითხების წყება, გასათვალისწინებელი მოსაზრებები პრიორიტეტებზე, რაც აუცილებლად აისახება საბიუჯეტო საკითხებში. ვერ ვიტყვი, რომ პრობლემების შესახებ, რაც აქ ჟღერდება, არ იციან ოზურგეთის საკრებულოში, მერიაში. თქვენ გყავთ კარგი გუბერნატორი, რომელსაც ავტორიტეტი აქვს ჩვენს მთავრობაში და პრობლემების შესახებ, თუ რა არის გასაკეთებელი, ის ყოველთვის ამბობს და იტყვის. ჩვენც ამიტომ ვართ აქ, რომ მომავალი ბიუჯეტი პრიორიტეტების მიხედვით დაიგეგმოს”, _ ეს ტექსტი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ ყველა სოფელში გაიმეორა ხალხთან შეხვედრის დროს.

სოფელ ასკანაში, რომელიც კომუნისტური მმართველობის დროს მაღალმთიან ზონას განეკუთვნებოდა, ადგილობრივებმა საუბარი იმით დაიწყეს, რომ ეს სტატუსი არ უნდა გაუქმებულიყო.

_ მთაგორიან სოფელს, სადაც ურთულესი მდგომარეობაა საუბნო გზებზე, როგორც კი გაწვიმდება ან უხვი ნალექი მოვა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა ექცეოდეს იმიტომ, რომ ცენტრამდე ჩამოსვლა არ გაუჭირდეს ბავშვს, როცა სკოლაში მიდის. ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლის შედეგად ბოსტანში არაფერი დარჩა. წერტილოვანი შეწამვლები გაცილებით უკეთესია, _ თქვეს ასკანელებმა.

პენსიონერმა, შვილმკვდარმა სულიკო ნაცვალაძემ პარლამენტარებს “ლიბერთი ბანკთან” გაჭიანურებული სასესხო დავალიანების სამართლებრივად დარეგულირებაში დახმარება სთხოვა:

_ არაფრის მქონე ვარ, ობლობაში გაზრდილი შვილი გარდამეცვალა. ორი წლის წინ ორი ათასი ლარი გამოვიტანე სესხის სახით. ოთხ წელზე გამიჭიმეს გადახდის ვადა, რომ, რაც შეიძლება მეტი წამგლიჯონ. 90 ლარი მიაქვთ ყველა თვეში, მე ვერ გავიგე მაგათი არითმეტიკა. დამეხმარეთ, _ პირდაპირ ვოლსკის მიმართა აღელვებულმა ქალბატონმა.

შეხვედრაზევე გადაიანგარიშეს, რომ ორიათასლარიან კრედიტში ოთხ წელში ბანკს სესხის სახით გაცემული თანხის გარდა, დამატებით 2320 ლარი მიაქვს და თქვეს, რომ ეს მართლაც უსამართლობაა.

_ რას ვიზამთ, ბანკის სახე ასეთია. ბანკი რომ არ იყოს, ქვეყანა დაინგრევა. ჩავინიშნავთ, გავარკვევთ და ვეცდებით, დაგეხმაროთ, თუ ამის გზა და საშუალება იქნება, _ უთხრა გია ვოლსკიმ სულიკო ნაცვალაძეს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა იქვე დაურეკა ფაროსანასთან ბრძოლის შტაბის ხელმძღვანელს გურია-აჭარის რეგიონში, ლაშა შალამბერიძეს და სთხოვა, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მოახერხონ მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლა, რაც უფრო წერტილოვან დამუშავებას გულისხმობს.

ასკანის თემში შემავალი სოფელ მზიანის მცხოვრებმა ლევან გიორგაძემ სოფელში ბიბლიოთეკის აუცილებლობასა და ტყის გაჩეხვის მოსალოდნელ საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება.

_ ორჯერ შეგვაერთეს, ორჯერ გავიყარენით. ასკანა და მზიანი ახლა ისევ ერთადაა, თუმცა, პატარა ვართ ჩვენ და ყურადღებაც პატარაა. ჯერ კიდევ 90-იან წლებში ვიყავი პარლამენტში, რომ აქ არსებული წიფლის ტყე გაჩეხვისგან გადამერჩინა. სამი ჰა წიფლის ტყე გვაქვს, რასაც ახლაც, საშეშე მასალად მოჭრა ემუქრება. ახალგაზრდობა ჩაერჭო ამ ტელეფონში, წიგნი არავის ახსოვს. საუკეთესო ბიბლიოთეკა მაქვს და 80%-ს ვაჩუქებ სოფელს, ოღონდ შენობა გაგვირემონტონ. კლუბის გარემონტებას დაგვპირდა კოტე შარაშენიძე და სიტყვა შეასრულა. ახლა ესეც გაგვიკეთონ, ტყე უნდა გადაგვარჩენინოთ, _ თქვა ლევან გიორგაძემ.

საბავშვო ბაღის პედაგოგთა მცირე ხელფასის გამო, საყვედური გამოთქვა ნატო შანიძემ:

_ ხელფასის მომატებაზე საუბრობენ, მაგრამ ჯერ არაფერია. 120 ლარად შესაძლებელია ადამიანმა იარსებოს? _ თქვა მან, რაზეც ვოლსკიმ უპასუხა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ყველა შენიშვნა და აზრი გათვალისწინებული იქნება:

_ მენეჯერი ქალბატონი ბრძანდებით და უნდა იცოდეთ, რომ ფისკალური წელია. მალე 2020 წელი დაიწყება და სწორედ ამიტომ ჩამოვედით, რომ თქვენი აზრი მოვისმინოთ და მომავალ ბიუჯეტში ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ. ამაზე უკვე არის საუბარი, _ უთხრა მთავრობის წარმომადგენელმა შანიძეს.

ასკანელებმა, ასევე, მოითხოვეს წყლის სათავე ნაგებობის ისე გაკეთება, რომ ფილტრი მოწესრიგდეს და წლების მანძილზე ხალხი ჭიებიან წყალს არ სვამდეს.

_ შიდა გზების გაკეთებისას, გვსურს, გაითვალისწინონ ჩვენი სურვილი _ როგორმე დაიგოს ბეტონის საფარი, რაც ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებს პრობლემას. უნდა გაიგონ, რომ ასკანა ძალიან მთაგორიანი სოფელია და ყოველ წელს რომ ასფალტი არ იყოს დასაგები, რომელიც ერთ წელში ფუჭდება, გააკეთონ ბეტონის გზები. ჩვენ აქ უნდა ვიცხოვროთ, _ ამ მოთხოვნას თითქმის ყველა ადგილობრივი მცხოვრები ერთნაირად იმეორებდა.

სოფელ მთისპირში მოსახლეობის მრავალრიცხოვანი წარმომადგენლობა დახვდათ პარლამენტარებს. მათი პრობლემებიც, ძირითადად, სოციალურ საკითხებს და ინფრასტრუქტურულ თემებს მოიცავდა, თუმცა, კატეგორიულად მოთხოვეს მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭება, რაც ადრე ჰქონდათ და გააუქმეს.

 წლის პენსიონერმა ვახტანგ მგელაძემ წართმეული ანაბრის დაბრუნება მოითხოვა.

_ ათი პროცენტი მაინც დამიბრუნონ, რომ დასამარხი ფული მქონდეს. 22 ათასი მანეთი რომ წამართვეს. ამაზე არავინ ფიქრობს? _ ჰკითხა მან პარლამენტარებს.

_ დაუმარხავი ვინმე დარჩენილიყოს, არ გამიგია. მეც შვიდი ათასი მქონდა ანაბარზე და დავკარგე. წიგნაკს მაინც ვინახავ, _ ღიმილით მიუგო ვოლსკიმ.

_ მე კი ვიცი, ჩემი სიმყრალე რომ დამმარხავს, მაგრამ ისე ვამბობ, დასამარხი ფული მაინც დამიბრუნონ, პარლამენტში მიიტანეთ ეს ამბავი, _ არ ცხრებოდა მგელაძე.

ხუთი შვილის დედამ ირინა ქარქაშაძემ სოფლის, “ნასაკირალის წყლების” ადგილად წოდებულ უბანზე ისაუბრა, სადაც მრავალი წელია, უწყლოდ ცხოვრობენ:

_ ვყვირით, ვიძახით, არავინაა პატრონი. ძიმითში წყალი ბევრ უბანში გაკეთდა, თუმცა, ჩვენ რატომ ვართ ასე მოძულებული, არ ვიცი. რა ვუყო ხუთ შვილს, დღეში 150 ლიტრ წყალს რომ გამოზოგვით ვხმარობ და ისიც არ არის? ამ უბანში 34 ოჯახი ვცხოვრობთ, კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ, _ თქვა მან.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ სოფლის პროგრამით სამომავლოდ მოხდება აღნიშნულ უბანში წყლის შეყვანა, თუმცა, ქარქაშაძე მაინც უკმაყოფილო დარჩა და თქვა, რომ სულ დაპირებაში აცხოვრებს ხელისუფლება ხალხს.

სოფელ ძიმითში შეხვედრისას სოფლის მკვიდრმა, ყოფილი კოლმეურნეობის თავმჯდომარემ შოთა თოხაძემ ხანგრძლივი საუბრის შემდეგ, ძველი ფოტო წარუდგინა პარლამენტარებს:

_ აი, ნახეთ, წითელ ყელსახვევიანი პაწია გიგა ბოკერია თუ არ იყო ლენინელი. აგერ ჩემ გვერდით დგას ერთ შეხვედრაზე და ახლა რა აყვირებს?! _ თქვა მან, რაზეც პარლამენტარებს გაეღიმათ, ხოლო თოხაძემ, ჩვენი არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, ფოტო კი დაგვანახა წამიერად, თუმცა, არც მოგვცა და არც გვათხოვა.

_ გაანებეთ თავი. მაგას ჰგონია, ვინმე მედალს მისცემს მაგ ფოტოში, _ იხუმრეს ძიმითელებმა.

სოფელ ნაგომარში შეხვედრისას ადგილობრივებმა შიდა გზების მოუწესრიგებელ მდგომარეობაზე იდავეს და დაასახელეს კონკრეტული მონაცემები.

_ ამხელა სოფელში მხოლოდ ორი კილომეტრი გზაა მოასფალტებული, დანარჩენი 160 კილომეტრი კი შიდა გზებია, სადაც მანქანით კი არა, ფეხით გავლაც ჭირს, _ თქვეს მათ.

ნაგომრელებმა, წყლის სისტემის რეაბილიტაცია, ასევე, განსაკუთრებით საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მოითხოვეს.

_ ვხედავ, უწყლობა და უგზოობა, განსაკუთრებით შიდა გზების საკითხი, უმწვავეს პრობლემად რჩება. საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა, ბიუჯეტში ჩვენი უმთავრესი შემოსავალი აქედან შემოდის. ცენტრალური გზების გაკეთებაც ამიტომ არის პრიორიტეტი. თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, საკითხები, რომლებიც თქვენ წამოჭერით, პრიორიტეტების მიხედვით აუცილებლად გავითვალისწინოთ მომავალი წლის ბიუჯეტში, _ დაუბარა გია ვოლსკიმ ნაგომრელებს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ხვალიდან ამინდი მკვეთრად უარესდება _ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

12:03; 7 თებერვალი, 2026
საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურული ციგურაობის გუნდური ასპარეზობის პირველ საშეჯიბრო დღეს დაესწრო

10:16; 7 თებერვალი, 2026
საზოგადოება

16 წლის მოზარდი ხიდიდან გადავარდა და დაიღუპა

10:01; 7 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

22:08; 6 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

21:43; 6 თებერვალი, 2026

საქსტატი : ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში პროდუქციის წარმოება 11.2 პროცენტით გაძვირდა

ცქიტიშვილი: იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – გვაქვს მკაფიო გეგმები ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით

12:22; 7.02.2026
საზოგადოება

ხვალიდან ამინდი მკვეთრად უარესდება _ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

12:03; 7.02.2026
პოლიტიკა

“მე წავალ, მე დავჯდები, ჩემი გულისთვის ვის დავაჭერინებ?” _ ვასილ ჩიგოგიძე

11:32; 7.02.2026
Businessman, builder, nurse, architect. Isolated over white background
ზაფრანი

რომელი პროფესია უნდა აირჩიოთ   

10:33; 7.02.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშანთა თილისმები   

10:32; 7.02.2026
ზაფრანი

რემონტი და ზოდიაქოს ნიშნები

10:31; 7.02.2026
ზაფრანი

სისუფთავე და ასტროლოგია   

10:29; 7.02.2026
სამართალი

“სანადირო თოფიდან ესროლა და მიიმალა” _ რა მოხდა გურიაში

10:26; 7.02.2026
საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურული ციგურაობის გუნდური ასპარეზობის პირველ საშეჯიბრო დღეს დაესწრო

10:16; 7.02.2026
სამართალი

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს _ მასშტაბური სპეცოპერაცია საქართველოში

10:11; 7.02.2026
საზოგადოება

16 წლის მოზარდი ხიდიდან გადავარდა და დაიღუპა

10:01; 7.02.2026
სამართალი

ბათუმის ბულვარში 1 კვირაში უკვე მეორე პოლიციელი დააკავეს – შსს

9:57; 7.02.2026
საზოგადოება

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

22:08; 6.02.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

21:43; 6.02.2026
სამართალი

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

21:28; 6.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო