https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება”

8:06; 8.06.2018
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ტიპიური გურული, წარმოსადეგი, განათლებული და მრავალი პროფესიის მქონე მიხეილ კალანდაძეა. ისე წყნარად და უბრალოდ გვესაუბრება, გეჩვენება, რომ ამ თავმდაბლობის მიღმა, ბავშვური სამყაროს ნამდვილობაში დარჩენილი კაცი დგას. საკუთარ თავზე საუბარს აშკარად უფრთხის… მშობლიურ ჩოხატაურში შინაურები და მეგობრები მიხოს ეძახიან. მხატვარი, მონადირე, ხელოვნების რანგში აყვანილი სადურგლო ოსტატობის მცოდნე, სამეურნეო საქმიანობის ლიდერი, იუმორის დიდი გრძნობის მქონე _ ეს ყველაფერი მაღალი ხარისხით შეუზავებია ბუნებას მასში და საპირწონედ მისი თავმდაბლობა შეუშველებია.

მიხეილ კალანდაძეს საუბარი მოკრძალებული აქვს _ ყველაზე ძალიან თავს მშვიდად და ბედნიერად იმიტომ გრძნობს, რომ მაშინ, როცა სტიქაროსანი იყო, სამების ტაძრისთვის სახარების გადაწერა იტვირთა და შეასრულა კიდეც, რაც პატრიარქს ძალიან მოსწონებია.

_ ახლა ჩოხატაურის საკათედრო ტაძარში დევს და თავს ბედნიერად ვგრძნობ. ბევრი რამ მიკეთებია, მაგრამ ასეთი შრომატევადი და საპასუხისმგებლო სხვა არაფერი გამიკეთებია.  უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება. მთავარია, მე რაც მინდოდა, ის გავაკეთე. სულ არ მაინტერესებს, იცის თუ არა ეს ვინმემ. მე ამით ვარ ბედნიერი, _ გვეუბნება ის და საკუთარი შემოქმედებიდან მისივე შესრულებულ პატრიარქის სურათს გვაჩვენებს.

დარბაზში გამოფენილ ფოტოებს ოსტატის ორიგინალური ხელწერა ატყვია. ავტოპორტრეტი ახალგაზრდობის დროინდელია; როგორც თავად ამბობს, ზამთრის სურათი მისთვის ერთ-ერთი სულისმიერია; სხვადასხვა ნატურმორტი განწყობის მიხედვით არის შექმნილი. ამბობს, რომ პირველი სურათი 1986 წელს დახატა, როცა სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება სცადა. საკუთარ თავს მხატვარს არ უწოდებს _ ხატვის მხოლოდ ტექნიკა მაინტერესებდაო, ამბობს და აკადემიაში როცა ვერ მოხვდა, ხატვა მაინც გააგრძელა. ასამდე ხარისხიანი ნამუშევარი აქვს და ძალიან უფრთხილდება, განსაკუთრებით პატრიარქის სურათს.

მონადირე მიხეილ კალანდაძე უსაყვარლესი ძაღლების და სანადირო თოფების კოლექციის პატრონია.

უსაზღვროდ კანონმორჩილია _ თითოეული იარაღი აღრიცხული აქვს, სანადიროდ მხოლოდ სეზონზე მიდის და ხშირად ისე შერჩენია ბუნების იდუმალებას, შინ ხელცარიელი დაბრუნებულა. მეგობარი ძაღლები _ რიჩი და ბიანა, კიკი და ჯერი ოჯახის ისეთივე წევრები არიან, როგორც ადამიანები.

_ თოფების კოლექციის შეგროვება, ბოლო ორი წელია, რაც დავიწყე. ნადირობა და გარემოში სიარული, ჩემთვის უფრო სპორტული ჟინია და არა კონკრეტულად ნადირ-ფრინველების ხოცვა. ისე, დათვს რომ მოკლავ, ისეთი თოფიც მაქვს, _ გვეუბნება და გვაჩვენებს კიდეც.

რომანტიკული ბუნების კაცი, აშკარაა, ძალზე პრაგმატული და თავისთავადია სამეურნეო და სადურგლო საქმიანობაში. ყველა საქმე, ლამის, ხელოვნების რანგში აქვს აყვანილი.

ინდმეწარმის ტიტულს 15 წელია ფლობს და სხვადასხვა ავეჯის დამზადებაში, როგორც კარგ პროფესიონალს, სახელიც შორს აქვს გავარდნილი და სხვადასხვა რეგიონებიდანაც ხშირად აწუხებენ.

_ ეს საქმე, დიდი ხნის წინ დავიწყე. პარალელურად ეკლესიაშიც დავდიოდი და ჩემში სულიერების და შემოქმედებითი საქმიანობის რაღაცნაირი ტანდემი შეიქმნა. პოლიტიკა არასდროს მიყვარდა, არასდროს არ ვყოფილვარ რომელიმე პოლიტიკოსის მოტრფიალე. სულ საკუთარი საქმიანობით, მეგობრებით და ოჯახით ვიყავი დაკავებული. მტკიცედ მჯერა ერთი რამ _ ადამიანმა ყველაფერი სასიკეთოდ და მაქსიმალურად უნდა აკეთო _ უფალი აუცილებლად დაგიფასებს. ღმერთი ხელს უწყობს გულწრფელ და მშრომელ ადამიანს. მე სასწაულებისაც მჯერა ამ მხრივ. ბოლო 15 წელია, ავეჯის დამზადებაზე სტაბილურად ვმუშაობ. ამით მილიონერი ვერ გახდები, მაგრამ ხომ გაგიგონიათ, “კაცი უნდა ეყოს ჯამაგირსო” და მეც ასე ვარ. არ ვემდური ჩემს ხელობას, _ ამბობს ბატონი მიხეილი.

ყველაზე შრომატევადი სამეურნეო საქმიანობა კალანდაძეებში მებოცვრეობაა. კურდღლების ფერმა, რომელიც საკმაოდ დიდია, ოჯახისთვის საიმედო მცირე ბიზნესია. როგორც მიხეილი ამბობს, ამ საქმეს მამიდა განაგებს.

_ ქალბატონი რუსუდან კალანდაძე, მამიდაჩემი, რომელიც ჩვენთან ცხოვრობს, ბოცვრების სული და გულია. ბოცვერს ძალზე ბალანსირებული კვება და სისუფთავე სჭირდება. მშვენიერი ბიზნესია. თუ მოზრდილი რაოდენობით გყავს, კარგია. რა თქმა უნდა, ყველა ვართ ჩართული საოჯახო საქმიანობაში, თუმცა, მთავარი მამიდაა, _ ასე გაგვაცნო მან მშრომელი ქალბატონი, რომელიც სათუთად მოვლილ და დასუფთავებულ გალიების გასწვრივ მიგვიძღვება და ბაჭიებზე გვესაუბრება. ბავშვივით მზრუნველობა სჭირდება ამ კურდღლებსაც. ძალიან მიყვარს სამეურნეო საქმიანობა. ჩემი მიხო ქვეყნიერებას მირჩევნია და მისთვის შეუძლებელს შევძლებო, ამბობს.

_ მებოცვრეობა ექვსი წლის წინ დავიწყეთ. თავიდან შვიდი ცალი შევიძინე. მერე ნელ-ნელა ბინაც მოვუწყვე. მოზრდილი შენობის გაკეთება აუცილებელი იყო ფერმისთვის. დავიწყე გალიების დამზადება. საამისოდ წვრილი მავთულბადეები შევიძინე. გამზადებული გალიების ყიდვა საკმაოდ ხარჯიანი იქნებოდა და ასე ამიტომ გადავწყვიტე. ყველა გალია ჩემი ხელითაა გაკეთებული. როცა საქმე დაიძრა, ორი წელი დამჭირდა, რომ ამომეღო ის, რაც დავხარჯე. კილოგრამს 14-15 ლარად იბარებენ. ბაზარზე მოთხოვნა არის. ისე კი ვურჩევ ყველას, დაინტერესდნენ და ამ საქმეს მოკიდონ ხელი. მე როცა დავიწყე, ძნელი იყო _ ირგვლივ არავინ მყავდა, რომ მეკითხა მოვლის წესების შესახებ. ბევრი ისეთია, რომც იცოდეს, არ გასწავლის. მე მზად ვარ, ბოცვრის მოშენების ყველა მსურველს დავეხმარო, _ გვირჩევს ჩვენი მეურნე მკითხველებისთვის მიხეილ კალანდაძე.

 ბოცვრების ფერმაში საუკეთესო ჯიშების წარმომადგენლები ნაბავენ თვალებს: “თეთრი გოლიათი”, “კალიფორნიული”, “პეპელა”, “ჩვეულებრივი ჩვენებური შინშილა.”

ჩვენი მასპინძელი ყურადღებას ამახვილებს ბოცვრების კვებაზე, რომლის რაციონიდან საერთოდ ამოიღო ბალახი. ყიდულობს საკვებ მასალას და თავად აკეთებს გრანულს: “რაც მთავარია, ბოცვერს სუფთად კვება და ყოფნა უყვარს. დაავადება იშვიათად ემართება. ის ძალზე სწრაფად მრავლდება. გასაღება მაშინ არის ძნელი, თუ ცოტა გყავს. 80-100 ცალის ჩაბარებას თუ შეძლებ, მყიდველი სულ იქნება”, _ გვიამბობს ის საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე.

მიხეილ კალანდაძის მეუღლე, ირმა ჯიბუტი ჩოხატაურის სასულიერო გიმნაზიის ხელმძღვანელია. ახალგაზრდობისას ერთმანეთი ეკლესიაში გაიცნეს. საკარმიდამოს “ირმას ბაღი” ამშვენებს. შვილი, რაფაელ კალანდაძე სტუდენტია და მამას კვალში უდგას _ უყვარს სპორტი, ნადირობა, მოგზაურობა და რა თქმა უნდა შრომა, რის თაყვანისცემაც ოჯახში პატარაობიდან ახსოვს.

მშობლები არნოლდ კალანდაძე და პელაგია სიხარულიძე ხშირად ასეირნებენ ძაღლებს, რომელთაც ნადირობისთვის მზადყოფნა, როგორც წესი, სულ უნდა გააჩნდეთ.

_ მამაჩემია ჩემი მონადირე ძაღლების “სალამურა”. მიჰყავს, ასეირნებს და მერე მოჰყავს. დანარჩენ დროს თავის სპეციალურ სადგომში არიან. ეზოში არ ვუშვებ, _ გვეუბნება ის.

_ სალამურა ახსენეთ და ხომ არ უკრავთ და მღერით? _ დამშვიდობებისას უნებლიედ ვკითხე. კი, გიტარაზე ვუკრავ და ვმღერიო, თითქოს, სხვათა შორის თქვა…

გასაკვირი არაა, ერთი ხუმრობის არ იყოს, გიტარასავით აწყობილი საქმეების კაცი, მღეროდეს.

ჯანმრთელობას, და კვლავ მრავალმხრივ წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებთ ჩვენს სამაგალითო მასპინძელს!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

ჩაქვის გვირაბთან ტრაილერი გადავარდა

"ალბათ, შსს-სა და სუბელიანს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობდა" _ ზაზა სარალიძე

ყველა სიახლე

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
პოლიტიკა

ვოლსკი: სააკაშვილისთვის ახლა მთავარია საზოგადოებაში რაც შეიძლება მეტი განსხვავება გაჩნდეს, დაპირისპირების ახალი კერები შეიქმნას

15:03; 7.01.2026
პოლიტიკა

ქართველი მადურო ჩვენ გვიზის რუსთავის მე-12 ციხეში – შალვა პაპუაშვილი

15:02; 7.01.2026
სამართალი

საქართველოს პროკურატურა ეხმაურება გიგა ავალიანის ოჯახის განცხადებას

14:57; 7.01.2026
ზაფრანი

საშობაო სიურპრიზი   

11:45; 7.01.2026
ზაფრანი

საშობაო საჩუქარი   

11:43; 7.01.2026
ზაფრანი

ქართული საშობაო სუფრა

11:42; 7.01.2026
საზოგადოება

შობის ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

11:39; 7.01.2026
საზოგადოება

შობის ზეიმი საქართველოში

11:37; 7.01.2026
მსოფლიო

ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

11:30; 7.01.2026
სამართალი

მამა-შვილს მანქანით გადაუარეს – სისხლიანი გარჩევა მკვლელობით დასრულდა, არიან დაჭრილებიც

11:24; 7.01.2026
სამართალი

ბათუმში ძებნილი პირი დააკავეს

11:21; 7.01.2026
საზოგადოება

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

11:19; 7.01.2026
საზოგადოება

მართლმადიდებელი სამყარო შობას აღნიშნავს

11:16; 7.01.2026
სამართალი

პროკურატურამ ყაჩაღობის და სიცოცხლის მოსპობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18:29; 6.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო