იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, სამი წლით დანიშნული 15 მოსამართლე უვადოდ განწესდა. მათ შორის არიან რი ოზურგეთელები, ხათუნა ჯინორია და თინა ვაშაყმაძე.
ხათუნამ და თინამ, ორთავემ , ღია კენჭისყრისას 15 ხმა მიიღეს!
ზოგადად კი, ღია კენჭისყრის შედეგები ასეთია: 1. ივერი აბაშიძე – 14 ხმით, 2. იოსებ აბრამიძე – 15 ხმით, 3. დარინა აბულაძე – 14 ხმით , 4. თათია გოგოლაური- 14 ხმით , 5. თინა ვაშაყმაძე – 15 ხმით, 6. ნინო თარაშვილი – 15 ხმით, 7. იზა კელენჯერიძე – 15 ხმით, 8. მაია კვირიკაშვილი – 15 ხმით, 9. გოგა კუპრეიშვილი – 15 ხმით, 10. სოფიო ლეჟავა – 15 ხმით, 11. ლელა მილდენბერგერი – 15 ხმით, 12. ირმა ტოგონიძე – 14 ხმით, 13. ნათია ტოგონიძე – 15 ხმით, 14. ნინო ჩახნაშვილი -14 ხმით, 15. ხათუნა ჯინორია – 15 ხმით.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, აღნიშნული მოსამართლეები თანამდებობაზე სამწლიანი ვადით 2018 წლის იანვარს განწესდნენ.
„სამი წლით დანიშნულმა თხუთმეტივე მოსამართლემ შეფასებისას კეთილსინდისიერებისა და კომპეტენციის ზღვარი გადალახა. კენჭისყრის შედეგად მათ ხმების საჭირო რაოდენობა მიიღეს, შესაბამისად, თანამდებობაზე უვადოდ განწესდნენ. ვულოცავ მოსამართლეებს და წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებ”, – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.
ხათუნა ჯინორიამ ქ. ოზურგეთის #2საჯარო სკოლა დაამთავრა, ხოლო თინა ვაშაყმაძემ #4 სკოლა. ისინი ბოლო სამი წელი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები არიან.
„გვიხარია ოზურგეთელი ხათუნა ჯინორიას და თინა ვაშაყმაძის წარმატება, რადგან ისინი მოსწავლეობის დროს განსაკუთრებული და გამორჩეულები იყვნენ“-ასე ბევრგან ისმის დღეს ქალაქ ოზურგეთში.
„გურია ნი უსი“ ულოცავს ოზურგეთელ საამაყო ახალგაზრდებს ამ დიდ აღიარებას და ვუსურვებთ, კვლავ მრავალ წარმატებას სამშობლოს სამსახურში.