“პუბლიკას” ინფორმაციით, უზენაეს სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი შეტყობინებაა, შენობაში ბომბის შესაძლო არსებობის შესახებ.
სუსშუ აცხადებენ, რომ მოქმედებენ არსებული პროტოკოლის შესაბამისად. ადგილზე ანტიტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებიან.
გუშინ, 24 სექტემბერს ევაკუაცია იყო გამოცხადებული თბილისის საქალაქო სასამართლოშიც.
































































