ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიური განახლება უკრაინაში “ვაგნერის” ჯგუფის საქმიანობას ეხება და აანალიზებს რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინსა და დაქირავებული მებრძოლების ჯგუფის ,,ვაგნერის“ შემქმნელის, ევგენი პრიგოჟინს შორის ურთიერთობის ცვალებადობას და მის შედეგებს.
ანალიტიკოსები წერენ, რომ როგორც ჩანს პუტინმა პრიგოჟინს და პრიგოჟინის მოკავშირეს, არმიის გენერალ სერგეი სუროვიკინს საშუალება მისცა ეჩვენებინათ რა შეეძლოთ გაკეთებინათ მობილიზებულებთან ერთად, და სასტიკი საჰაერო თავდასხმების სერიებით. ორივე მცდელობა, ISW-ის შეფასებით, წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ბახმუტის დაპყრობა ვერ მოხდა, საჰაერო თავდასხმებმა კი რუსეთისთვის მარაგის ხარჯვა და მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვა მოიტანა.
,,ვაგნერის ფინანსისტის, ევგენი პრიგოჟინის ვარსკვლავის ჩასვლა დაიწყო თვეების აშკარა აღმავლობის შემდეგ, რაც მან ვერ შეასრულა დაპირებება საკუთარი ძალებით, ბახმუტის ხელში ჩაგდება. სავარაუდოდ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა უარი თქვას პრიგოჟინზე და მის არარეგულარულ ძალებზე დაყრდნობაზე და ამის ნაცვლად კიდევ ერთხელ ეყრდნობა გერასიმოვს, შოიგუს და ჩვეულებრივ რუს სამხედროებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და გენერალურმა შტაბმა, შესაბამისად სერგეი შოიგუმ და არმიის გენერალის ვალერი გერასიმოვის მეთაურობით, ყურადღება გაამახვილეს რუსი რეზერვისტებისა და წვევამდელების მობილიზებაზე და ჩვეულებრივი რუსი სამხედროების მუშაობის გასაუმჯობესებლად პირობების შექმნაზე, მაგრამ მათ მცირე იმედი ჰქონდათ 2022 წლის შემოდგომაზე და ზამთრის დასაწყისში რაიმე გადამწყვეტი მიღწევის შესახებ. როგორც ჩანს, ამ დროს პუტინმა გადაწყვიტა მიეცა შანსი პრიგოჟინისთვის და სუროვიკისთვის, რათა ეჩვენებინა, თუ რისი გაკეთება შეეძლოთ მობილიზებულ პატიმრებთან სასტიკი საჰაერო კამპანიით, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას. ორივე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან პრიგოჟინის მცდელობამ დაეპყრო ბახმუტი კულმინაციას მიაღწია და სუროვიკინის საჰაერო კამპანიამ მხოლოდ უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ტანჯვის მიყენება მოახდინა, ხოლო რუსეთის დარჩენილი ზუსტი რაკეტების მარაგის დახარჯვა. როგორც ჩანს, პრიგოჟინმა ამ პერიოდში გადაწყვიტა, რომ მისი ვარსკვლავი მართლაც აღმავალი იყო და რომ მას შეეძლო გერასიმოვის და თუნდაც შოიგუს გაწევა რუსეთის სამხედრო საქმეებში უპირატესობისთვის. ეს იმედები როგორც ჩანს, ბოდვა იყო.“ – წერია განახლებაში.
მათივე შეფასებით, პუტინის ეს გადაწყვეტილება “ვაგნერის ჯგუფის” და სუროვიკის დაქვემდებარებაში მყოფების მარგინალიზებას ახდენს.
ავტორი