დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თხოვნას, ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაში დახმარებასთან დაკავშირებით, მეუფე ნიკოლოზი პასუხობს.
“ვერ ჩავერევით ამაში ვერანაირად იმიტომ რომ ჩვენი მხარე რაც არის ჩვენი პასუხისმგელობა, ადამიანებს თავისუფლებას არ შევუზღუდავთ. თუ აიცრება ადამიანი, ვაზიარებთ, და თუ არ აიცრება, ვაზიარებთ. აიცრა თუ არა, ზიარებაზე არ მოახდენს გავლენას. უნდა მოვიპოვოთ ინფორმაცია, ბატონმა ამირანმაც და ხელისუფლებამაც უნდა მოგვაწოდოს. ერთი სიტყვა – “ასტრაზენეკა” საკმარისი არაა. უნდა იყოს საუბარი რას მოგვიტანს ვაქცინაცია. აღარასოდეს არაფერი არ დაგვემართება, იოლად გადავიტანთ, გადამდები აღარ ვიქნები, ამაზე საერთოდ არაა ინფორმაცია”, – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.
შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის პროცესში და საინფორმაციო კამპანიაში დაავადებათა კონტროლის ცენტრი დახმარებას ეკლესიას სთხოვს. ამირან გამყრელიძე წმინდა სინოდის წევრებს მიმართავს, რომ მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაში დაეხმარონ.
“მინდა ვთხოვო წმინდა სინოდს, თითოეულ მღვდელმთავარს მათი როლი ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში განსაკუთრებულია, ვაქცინაცია არის მეცნიერულად დასაბუთებული და მოგეხსენებათ ეკლესიას და მეცნიერებას ყოველთვის აქვს სინერგიული დამოკიდებულება, ამიტომ გთხოვთ, რომ გვერდში დაგვიდგეთ ექიმებს ამ პერიდოში იმიტომ, რომ მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა. ბევრ შემთხვევაში ექიმებზე უფრო ძლიერ” _ მიმართა ამირან გამყრელიძემ წმინდა სინოდს.