ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება არ იგეგმება, სწორედ ამიტომ იქნა მიღებული ის პრევენციული ღონისძიებები, რომელიც მეორე დღეა, ვანში ტარდება. ამის შესახებ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განაცხადეს.
ცნობისთვის, მუნიციპალიტეტში მოსახლეობას პროაქტიული თერმოსკრინინგი უტარდება და მოწყობილია სპეციალური გამშვები პუნქტები.
რაც შეეხება სამეციდინო კლინიკას, სადაც ქალბატონი თავისი ინიციატივით მივიდა და რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კონტაქტები გამოკვლეულია და მოქალაქეები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.