ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრს ოთხი წლით ისევ ვასილ ჩიგოგიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს“ კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
“გურია ნიუსი“ ვასილ ჩიგოგიძეს დაუკავშირდა: “ველოდები მინისტრის ბრძანებას. გიდასტურებთ, რომ კონკურსში ისევ მივიღე მონაწილეობა”, _ გვითხრა ვასილ ჩიგოგიძემ.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოზურგეთიდან კონკურსში მხოლოდ ვასილ ჩიგოგიძე მონაწილეობდა და მას კონკურენტი არ ჰყოლია.
“ჩემთვის ცნობილია, რომ “ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ვიქნები, მაგრამ დეტალები ნამდვილად არ ვიცი. დანამდვილებით ვიცი, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭს ნამდვილად არ ვიყრი“, _ თქვა “გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბრისას ვასილ ჩიგოგიძემ.