ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გარდაცვლილ შვილს პოსტს უძღვნის.
“ისინი არ მომკვდარან,ისინი მოკლეს.
მოკლეს და მიატოვეს.
თავიანთ სისხლში ცურავდნენ და მიატოვეს.
სულს ებრძოდნენ და მიატოვეს.
როგორ მინდოდა შენთან დალაპარაკება, მამი, მაგრამ ვეღარ მოგისწარი, ვეღარ გამეცი პასუხი.
ვეღარ ჩაგხედე თვალებში, ვეღარ ამოვიკითხე შენს თვალებში რა გიჭირდა.
შენს სულს ვენაცვალე, მამი,ძალიან ძნელია უშენობა, მამი, _ წერს ზაზა სარალიძე და მოკლული მოზარდების ხსოვნის ვიდეოს აქვეყნებს.