საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომის შემდეგ, ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქციამ პარლამენტთან გადაინაცვლა. სახალხო საპროტესტო აქციის მონაწილეებმაახალი მოთხოვნები წამოაყენეს.
მათ ხელისუფლებას 10 საათამდე მისცეს ვადა, რომ კონკრეტული საკადრო ცვლილებებით დაადასტუროს მართლმსაჯულების სისტემაში ცვლილებები და მოხდეს ხორავას საქმეზე გაყალბებაში ყველა მონაწილის პასუხისგებაში მიცემა, პირველ რიგში კი მირზა სუბელიანის.