ველურ ბრინჯს აქვს განუმეორებელი სასიამოვნო, ოდნავ მოტკბო, კაკლის ნაზი არომატი. ჩინეთში მას უწოდებენ დღეგრძელობის ბრინჯს, ხოლო ინდიელები – “კარგ კენკრას”. სწორედ ინდიელებმა დაიწყეს მისგან კერძების მომზადება.
ველური ბრინჯი უხვად შეიცავს ცილას, 18 ამინომჟავას, B ჯგუფის ვიტამინებს, უჯრედისებს, ფოსფორს, მაგნიუმს, მანგანუმსა და თუთიას.
დიეტოლოგებმა დაადგინეს, რომ ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ფოლიუმის მჟავას სადღეღამისო ნორმის მისაღებად საკმარისია 200 გ ველური ბრინჯი. სხვათა შორის ის არ შეიცავს ცხიმს, ქოლესტერინს და ორგანიზმი მას ადვილად ითვისებს.
ველური ბრინჯი შავია, ანუ მდიდარია ანტოციანებით – ბიოფლავონოიდებით, რომლებიც გვიცავს კიბოსგან.
მედიკოსების აზრით, ის არეგულირებს კუჭ-ნაწლავის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას და აუმჯობესებს მხედველობას, ყველასათვის სასარგებლოა ცილების წყალობით, ამდიდრებს და ავსებს ენერგიით ადამიანს.
ველური ბრინჯი ძალიან მკვრივია, ამიტომ რამდენიმე საათით უნდა დაალბოთ და შემდეგ მოხარშოთ.