https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ვერ გავიგე, ერთი კაცისა არ იყოს, რა უნდოდა იმ ბახველ კაცს, შარაშენიძეა გვარად…”

20:47; 13.12.2021
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა გასული კვირის ხუთშაბათს ჩატარდა. სხდომა საკრებულოს უხუცესმა წევრმა ლავრენტი ბიგვავამ გახსნა, რის შემდეგ ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბერდია ლომიძემ მოკლედ შეაჯამა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები.

სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, სამი ფრაქციის თავმჯდომარეები დაასახელეს: ფრაქცია “ქართული ოცნება” _ მარი ჩხიკვიშვილი; ფრაქცია “ოზურგეთი საქართველოსთვის” _ ალეკო ბურჭულაძე; ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” _ დავით მჟავანაძე,

“ფრაქცია “ქართული ოცნება”  მზადყოფნას გამოხატავს მოქალაქეებთან აქტიური კომუნიკაციებისთვის. ჩვენ ვზრუნავთ მოქალაქეების პრობლემების მოგვარებაზე და ვიმედოვნებთ, რომ ის დაწყებული განვითარება, რომელიც იყო წინა პერიოდში, აუცილებლად გაგრძელდება. 

ჩვენ დღეს ისეთ გარემოში გვიწევს პოლიტიკური მოღვაწეობა, როცა მეორე მხარეს _ დესტრუქციულ ძალას “ნაცმოძრაობას” და მიხეილ სააკაშვილს, რომელიც დღეს გისოსებს მიღმაა, უნდა ქვეყანა ჩიხში შეიყვანოს. ისინი ცდილობენ, ქაოსი შემოიტანონ ქვეყანაში. ჩვენი გუნდი მზადაა, ყველაზე ახლოს ვიყოთ მოსახლეობასთან და ის ვალდებულება, რაც ჩვენ გვაკისრია, გაგვემართლებინოს. მანდატს, რომელიც მოგვანიჭა მოსახლეობამ კეკლუცობისთვის ნუ გამოვიყენებთ”, _ აღნიშნა მარი ჩხიკვიშვილმა.

მარი ჩხიკვიშვილის გამოსვლის შემდეგ ტრიბუნა დავით მჟავანაძემ დაიკავა.

“ეს შედეგი, რაც დღეს დადგა ოზურგეთში, არ ასახავს მოსახლეობის ნებას და დღეს რომ დემოკრატიული პრინციპებით ჩატარებულიყო არჩევნები, “ქართული ოცნება” ვერ შეკრებდა უმრავლესობას საკრებულოში.

არ გაუმართლა იმ ადამიანს,  რომელიც გახდა ტერორის მსხვერპლი (საუბარია ნუგზარ ფუტკარაძეზე. ავტორი) _ რომ შეენარჩუნებინა “ქართულ ოცნებას” უმრავლესობა, ადამიანი მოკლა.

რაც შეეხება ოზურგეთში მიმდინარე მოვლენებს _ მე რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე დავიწყო საუბარი და იმ დარღვევებზე, რაც ჩვენ დავაფიქსირეთ, ამისთვის დრო არ გვეყოფა. მაგალითად, აი, ეს არის თქვენი სახე, როგორ მისცა ერთმა ადამიანმა სამჯერ ხმა (მჟავანაძემ წარმოადგინა ვიდეოფირიდან დაბეჭდილი ფოტოები. ავტორი) და ეს არის მაგალითი იმისთვის, როგორ ყალბდებოდა არჩევნები.”

მჟავანაძის გამოსვლას “ქართული ოცნების” დეპუტატების მხრიდან რეპლიკები მოჰყვა, რომ ის ტყუილს ამბობს და როგორც ყოველთვის, პროვოკაციაზე მიდის.

მჟავანაძის თქმით, ისე მიჰყავს “ოცნებას” საქმე, რომ წინასწარ არის ცნობილი, ვინ გახდება საკრებულოს თავმჯდომარე. ლავრენტი ბიგვავას თქმით, ამაში ის პრობლემას ვერ ხედავს და ეს გადაწყვეტილება “ქართულმა ოცნებამ” მიიღო.

მცირე შელაპარაკების დასრულების შემდეგ საკრებულოში ხმაურის ახალი ტალღა დაიწყო.

მჟავანაძის სიტყვით გამოსვლის შემდეგ სიტყვა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გოჩა შარაშენიძემ ითხოვა, რის უფლებაც ლავრენტი ბიგვავამ არ მისცა:

“რეგლამენტის თანახმად, თქვენი ფრაქციის წარმომადგენელმა განცხადება უკვე გააკეთა და სიტყვით გამოვიდა”.

“რას ჰქვია ფრაქციის თავმჯდომარე?! მე საკრებულოს წევრი ვარ და მინდა განცხადების გაკეთება”, _ თქვა გოჩა შარაშენიძემ.

ლავრენტი ბიგვავა: “რეგლამენტს არ ითვალისწინებ”.

გოჩა შარაშენიძე: “რომელ რეგლამენტზე საუბრობთ?! არჩევნების ქურდია ხელისუფლება, ყველა ინსტანცია გამოიყენეთ და ეს იცის ყველამ. ყველაფერი იკადრეთ. ეს საკრებულო არის არალეგიტიმური. თქვენ ხართ ბიძინას მონები. რომელ სამართლიანობასა და არჩევნებზე გვესაუბრებით?! ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ისევ მოსულიყავით ხელისუფლებაში. ერთ პალტოზე მისტირით მიხეილ სააკაშვილს”.

“პალტოზე არა, მას 9 000 000 ლარის გაფლანგვაში ედება ბრალი და ახლა იქ არის, სადაც უნდა იყოს”, _ უთხრა გოჩა შარაშენიძეს ლავრენტი ბიგვავამ.

გოჩა შარაშენიძემ კითხვით მიმართა საკრებულოს წევრებს და დავით დარჩიას:

“დავით დარჩია რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილის კურსელი და მეგობარი, მესამედ აირჩევდით მას საკრებულოს თავმჯდომარედ?! არ აირჩევდით და ეს არის სიმართლე”, – თქვა შარაშენიძემ.

გოჩა შარაშენიძის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, უმრავლესობის წევრი ქეთი ვასაძე და მისი თანაგუნდელები დარბაზიდან დაცვის პოლიციის მეშვეობით შარაშენიძის გაყვანას და მშვიდობიან ვითარებაში სხდომის გაგრძელებას ითხოვდნენ.

სხდომის მშვიდობიანად გაგრძელება დიდ ხანს ვერ მოხერხდა. საკრებულოს დარბაზში შემოვიდნენ დაცვის პოლიციის წარმომადგენლები და სიტუაციის განეიტრალებას ცდილობდნენ. დარბაზში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” წევრებს შორის შელაპარაკება ისევ გრძელდებოდა.

“რეგლამენტი დაარღვია გოჩა შარაშენიძემ და მას არ ჰქონდა სიტყვით გამოსვლის უფლება”, _ აღნიშნა ქეთი ვასაძემ.

შელაპარაკების დროს დარბაზში გურიის პოლიციის სამმართველოს მაღალჩინოსნები გამოჩნდნენ. საკრებულოს წევრმა დავით მჟავანაძემ ერთ-ერთ მათგანს უთხრა, რომ ისინი დილის 9 საათიდან ადმინისტრაციული შენობის წინ იდგნენ. მჟავანაძე დაინტერესდა მათი ვინაობით.

მჟავანაძესა და გურიის პოლიციის სამმართველოს დირექტორის მოადგილეს, კობა მაისურაძეს შორის შელაპარაკება მოხდა. უნდა აღინიშნოს, რომ კობა მაისურაძემ დაპირისპირების დროს საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს მხოლოდ მისი თანამდებობა “გაუმხილა” და სახელი და გვარი არ უთქვამს.

ამის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და პოლიციელებმა დარბაზიდან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები _ შალვა თავდიშვილი, გოჩა შარაშენიძე და დათო მჟავანაძე ძალით გაიყვანეს. დათო მჟავანაძე პოლიციის მანქანაში ძალის ჩასვეს და ოზურგეთის პოლიციაში გადაიყვანეს.

“რაც უნდოდათ, ის მიიღეს”, “პროვოკატორები”, “ეს გინდოდათ თქვენ, პროვოკაციები და არა სხდომის დასწრებაზე”, “ასე აპირებენ ოთხი წლის განმავლობაში სხდომებზე სიარულს?!” _ ისმოდა რეპლიკები “ქართული ოცნების” წევრების მხრიდან.

დარბაზს გარეთ კი მოვლენები ასე განვითარდა: “ნაცმოძრაობის” წევრებიდან დათო მჟავანაძე პოლიციელებმა იზოლატორში გადაიყვანეს. სამართალდამცავების თქმით, მან პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შსს სამინისტროს პრესსამსახურში “გურია ნიუსს” განუცხადეს, რომ მჟავანაძის დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა და მოგვიანებით ოზურგეთიდან ფოთის პოლიციაში გადაიყვანეს, მეორე დღეს კი ოზურგეთის სასამართლოდან გაათავისუფლეს, მორიგი სასამართლო პროცესი კი 6 დეკემბერს ჩაინიშნეს.

დარბაზს გარეთ ასევე შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი ბესო ქათამაძესა და კობა მაისურაძეს შორის.

“რის საფუძველზე დააკავეთ დათო მჟავანაძე? როდესაც საკრებულოში შემოდიხარ, აუცილებლად უნდა გაგვეცნო! თქვენ ვინ ბრძანდებით? მხოლოდ ამბობთ ხართ გურიის პოლიციის სამმართველოს დირექტორის მოადგილე ხართ (მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ადამიანი კობა მაისურაძე იყო). კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ უკანონოდ დააკავეთ საკრებულოს წევრი”, _ უთხრა ქათამაძემ მაისურაძეს.

მაისურაძის თქმით, დავით მჟავანაძე არ დაემორჩილა სამართალდამცავებს და ამიტომ გადაიყვანეს პოლიციაში.

მჟავანაძის გადაყვანის შემდეგ საკრებულოს შეჩერებული სხდომა გაგრძელდა. მანამდე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მარი ჩხიკვიშვილმა “გურია ნიუსთან” კომენტარი გააკეთა _ მისი თქმით, “ერთიან ნაციონალური მოძრაობას” საკრებულოს სხდომის ჩაშლა უნდოდა:

“დღეს, მოქმედ საკრებულოს სხდომაზე, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიმართა მათთვის ჩვეულ აგრესიულ მეთოდებს. ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელსაც სურს ქვეყანაში ქაოსის შექმნა. მოსახლეობამ პირდაპირ ეთერში ნათლად დაინახა მათი არაკონსტრუქციული ქცევები. მათ სურდათ, ჩაეშალათ საკრებულოს სხდომა, მაგრამ ეს ვერ შეძლეს. ისინი არჩეული არიან ხალხის მიერ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ემსახურონ ხალხს. საკრებულოში “ნაცმოძრაობის” ფუნქცია არის მასკარადის დადგმა”, _ გვითხრა ჩხიკვიშვილმა.

სხდომის გაგრძელების შემდეგ სიტყვით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბესო ქათამაძე გამოვიდა:

“როგორც ძალადობით ჩატარდა არჩევნები, ისე გრძელდება ყველაფერი და იგივე ფორმა მიიღო საკრებულოს დღევანდელმა სხდომამ. დაცვის პოლიციას ჩვენი გადასახადებიდან ვუხდით ფულს და კეთილი ინებონ, დაიცვან წესრიგი. დღეს აქ არაუფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ, ძალით გაიყვანეს ჩემი კოლეგები და მეგობრები. ეს არის უკანონობა!”

ლავრენტი ბიგვავამ უმრავლესობას მოუწოდა, არ შესულიყვნენ პოლემიკაში.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა სხდომა დატოვეს და პოლიციის შენობასთან გადაინაცვლეს.

ამის შემდეგ სხდომა პოლემიკის გარეშე გაგრძელდა და დეპუტატები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად პროცედურების შესრულებას შეუდგნენ.

საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე “ქართულმა ოცნებამ” დავით დარჩიას კანდიდატურა წარადგინა, ხოლო გიორგი გახარიას პარტიამ გიორგი სირაძის.

არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ დავით დარჩია მესამედ აირჩიეს.

ეს ფაქტი არც დავით დარჩიას გამორჩენია სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა, რომ გურიაში ის ერთ-ერთია, ვინც მესამედ გახდა საკრებულოს თავმჯდომარე.

ვიდრე დავით დარჩია სიტყვით გამოვიდოდა, მანამდე სიტყვა ლავრენტი ბიგვავამ ითხოვა:

“ბატონი დავითის შესახებ არაერთხელ დამიფიქსირებია ჩემი მოსაზრება მეგობრებთანაც და საკრებულოში… იდეალური არავინ არ არის, მაგრამ ბატონი დავითი,  ჩემი შეფასებით, არის ერთ-ერთი ვირტუოზი თავმჯდომარე. მას მოუხდა ძალიან უჩვეულო ვითარებაში საკრებულოს მართვა, არაორდინარულ სიტუაციაში საკრებულოს მართვა არ არის ადვილი, მაგრამ მან შეძლო და მოახერხა შეექმნა ძალიან კარგი გარემო. დარწმუნებული ვარ, ახალი მოწვევის საკრებულოში ის იქნება ღირსეული თავმჯდომარე”, _ თქვა ბიგვავამ, პირველ რიგში, მადლობა გადაუხადა ოზურგეთელებს “ქართული ოცნების” მხარდაჭერისთვის.

“ჩემთვის დიდი პატივია თქვენი ნდობა. მადლობა ყველას ნდობისთვის, _ უთხრა დავით დარჩიამ საკრებულოს წევრებს: _ არ მაქვს უფლება, დღევანდელ პროცესებს არ შევეხმიანო. თქვენ იცით, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ხალხის სამსახურში დგას. იმ უპასუხისმგებლო ქმედებას, რომელიც საკრებულოს სხდომაზე ვიხილეთ, დავუპირისპირებთ ჩვენს კოორდინირებულ მუშაობას, ჩვენი გუნდი ერთად გავაკეთებთ იმ საქმეებს, რაც დაგეგმილი გვაქვს. აუცილებლად შევასრულებთ იმ დანაპირებს, რომელიც ამომრჩეველს მივეცით. ღრმად მჯერა და მწამს, ერთად დგომით და ჩვენი გუნდით ძალისხმევით ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ”.

დავით დარჩიამ გოჩა შარაშენიძის კითხვასაც უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ არა ბიძინა ივანიშვილის კურსელობა, მესამედ აირჩევდნენ თუ არა საკრებულოს თავმჯდომარედ:

“ვერ გავიგე, იმ ერთი კაცისა არ იყოს, რა უნდოდა იმ ბახველ კაცს, შარაშენიძეა გვარად… რას ითხოვდა ეს კაცი, ვერ გავიგე. ბიძინა ივანიშვილი ჩემი მეგობარია და ძალიან მეამაყება. ნეტავ, ბევრი გვყავდეს ასეთი ადამიანი. ის ჩემი კურსელია და სტუდენტობა ერთად გვაქვს გატარებული. მართლაც მეამაყება, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ვარ…

გურიის ისტორიაში შეიძლება, არ მოიძებნებოდეს ადამიანი, რომელიც მესამედ აერჩიოთ საკრებულოს თავმჯდომარედ. ამაყი და ბედნიერი ვარ. ეს ჩემი გაკეთებული საქმეებით მოხდა და არა იმიტომ, რომ მე ვიღაცის მეგობარი ვარ. ჩემთვის, რა თქმა უნდა, საამაყოა მისი მეგობრობა (საუბარია ბიძინა ივანიშვილზე. ავტორი), თუმცა, მე ყველა თქვენგანის მეგობარი ვარ”.

დავით დარჩიას სამი მოადგილე ეყოლება: პირველი მოადგილე ლავრენტი ბიგვავა იქნება, მეორე და მესამე _ ტარიელ აროშიძე და ნათია გოლიაძე.

სხდომაზე საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების და ფრაქციების თავმჯდომარეებიც აირჩიეს:

განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიას ქეთევან ხომერიკი უხელმძღვანელებს;

აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარედ დავით ჭაკნელიძე აირჩიეს;

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ გელა ჩავლეშვილი იქნა არჩეული;

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიას ბექა თოიძე უხელმძღვანელებს;

სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ საკრებულოს წევრებმა პაატა კიღურაძე აირჩიეს.

ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე მარიკა ჩხიკვიშვილი გახდა;

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე დათო მჟავანაძეა, ხოლო ფრაქციას “ოზურგეთი საქართველოსთვის” ალეკო ბურჭულაძე უხელმძღვანელებს.

კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს შვიდი მოადგილე ეყოლება; ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს _ 3, ხოლო ფრაქცია “ოზურგეთი საქართველოსთვის” თავმჯდომარეს _ 1.

ფრაქცია “ოზურგეთი საქართველოსთვის” თავმჯდომარემ ალეკო ბურჭულაძემ “გურია ნიუსთან” ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა შეაფასა. მას ჩვენთან საუბრის დროს სხდომაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია:

“2021 წლის მუნიციპალური არჩევნები, ვფიქრობ, შორს არის იმისგან, რასაც ქვია მართლაც თავისუფალი არჩევნები.

მიუხედავად ამისა, ჩვენმა პარტიამ მოიპოვა მოსახლეობის მხარდაჭერა და წარმოდგენილები ვართ საქართველოს ყველა რეგიონში ადგილობრივ დონეზე. მეტიც, რამდენიმე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიპოვეთ გადამწყვეტი ხმები. ჩვენ ზუსტად ვაცნობიერებთ იმ მოცემულობას, თუ რატომ დაგვიჭირა მხარი ოთხი თვის შექმნილ პარტიას ამდენმა ადამიანმა: საზოგადოება ელოდება, რომ ჩვენ ვიმოქმედებთ ყოველთვის სახელმწიფოს, მოქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე. და სახელმწიფო ინსტიტუტებს მაქსიმალურად გამოვიყენებთ იმისთვის, რომ რაციონალური ნაბიჯებით და სწორი გადაწყვეტილებებით, არ მივცეთ საშუალება არავის, ქვეყნის ხვალინდელი დღე გადააყოლონ თავიანთ პოლიტიკურ ინტერესებს.

ჩვენ გვქონდა მხოლოდ ერთი პირობა, რომ საკრებულოში არავის ექნებოდა სრული უმრავლესობა და ყველა კომისია თანაბრად უნდა გადანაწილებულიყო, რაც არის ჩვენი ამომრჩევლის მთავარი დაკვეთა.

სამწუხაროდ, ორივე პოლიტიკურმა ძალამ უარი თქვა ამ პროცესზე. ამის შემდეგ, კვლავ მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე და მათი ნების შესაბამისად, ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი და შევთავაზეთ ორივე მათგანს საკრებულოების თავმჯდომარეებად ჩვენი კანდიდატების წარდგენა, იმ შემთხვევაში თუ ორივეს წარმომადგენელი იქნებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რაც უზრუნველყოფდა მმართველობის დაბალანსებას.

როგორც ხედავთ, ბალანსის დასაცავად ჩვენ გამოვიყენეთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, არ შეგვიწყვეტია ამ ბერკეტების გამოყენება, არ ვწყვეტთ ახლაც და არ მივიღებთ მონაწილეობას არავის სცენარში”, _ გვითხრა ბურჭულაძემ.

“გურია ნიუსმა” ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომის შეფასება “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელს თამაზ ტრაპაიძეს სთხოვა.

_ ბატონო თამაზ, იყო თუ არა დაცული კანონის მოთხოვნები საკრებულოს  სხდომაზე?

_ პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ საკრებულოს სხდომათა დარბაზი ვერ პასუხობს კანონის მოთხოვნებს. არ იყო და იმ დარბაზში ვერც იქნებოდა დაცული კოვიდრეგულაციები. ამასთან არ იყო უზრუნველყოფილი დასწრების მსურველ პირთათვის საკმარისი რაოდენობის ადგილები.  ვფიქრობ, უპრიანი იქნებოდა, სხდომა ჩატარებულიყო სხვა დარბაზში.

რაც შეეხება საკრებულოს წევრის საკრებულოს სხდომიდან გაძევებას: მხოლოდ სხდომის თავმჯდომარე იყო უფლებამოსილი, რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვით გაეძევებინა სხდომიდან საკრებულოს წევრი. მე ვესწრებოდი სხდომას, საკმაოდ შორს ვიჯექი მოვლენათა ეპიცენტრიდან  და დარწმუნებით ვერ ვიტყვი, მაგრამ არ შემინიშნავს, რომ სხდომის თავმჯდომარემ მოითხოვა დეპუტატის გაძევება. რაც დანამდვილებით ვიცი, გაძევებას ითხოვდნენ ცალკეული დეპუტატები და ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელი, მათი მოთხოვნა კი კანონით ვერ გახდებოდა დაცვის თანამშრომელთა, მით უმეტეს, პოლიციის მიერ საკრებულოს წევრის, საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან გაძევების საფუძველი.

აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ იარაღით, რაც, ასევე, კანონდარღვევაა. რეგლამენტის შესაბამისად, საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაუშვებელია შეიარაღებული პირის ყოფნა. 

_ ჰქონდათ თუ არა უფლება გურიის პოლიციის სამმართველოს მაღალჩინოსნებს, გამოცხადებულიყვნენ დეპუტატების დაპირისპირების დროს საკრებულოს დარბაზში?

_ თავიდანვე უცნაურად მომეჩვენა მერიის შენობის ახლოს ძალოვანი უწყებების  მანქანათა და  პოლიციის თანამშრომელთა სიმრავლე.  შესაბამისად, არ გამკვირვებია, როცა ინციდენტის დაწყებიდან ასე ძალიან სწრაფად შემოვიდნენ სხდომათა დარბაზში. თავად ფაქტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სანქციის სახით, მაქსიმუმ, საკრებულოს წევრის დარბაზიდან გაძევების გამოყენება შეიძლებოდა. რის შემდეგაც იგივე დეპუტატს იმავე სხდომაზე დასწრების უფლება არ აქვს.  სადავოა, რამდენად წარმოადგენდა  სხდომათა დარბაზში განვითარებული მოვლენები პოლიციის გამოძახების საჭიროებას, როცა დაცვის თანამშრომელთა რესურსი ამოწურული არ ყოფილა, _ გვითხრა თამაზ ტრაპაიძემ.

[sexy_author_bio]

დავით დარჩიადავით მჟავანაძე
გაზიარება263Tweet165Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ელი ივლისიდან პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა

13:30; 12 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

მთავრობა დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტებს დაამტკიცებს

12:36; 12 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

კახა კალაძე: ეს მე ვერაფერს დამაკლებს

10:22; 12 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

რა გამოწვევები გამოიკვეთა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის პირველი სხდომაზე

18:54; 11 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მხარი დაუჭირა

15:39; 11 თებერვალი, 2026

9 და 12 წლის ბავშვების გაუპატიურებისთვის 2 ადამიანი დააკავეს, ერთ-ერთი ბავშვების მამაა

სააკაშვილი: ვუპასუხოთ ქურდების და მკვლელების ბანდას მძლავრი ეროვნული აქციით 21 დეკემბერს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ელი ივლისიდან პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა

13:30; 12.02.2026
საზოგადოება

300, 500 და 1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

13:26; 12.02.2026
საზოგადოება

აიკრძალება 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა

13:13; 12.02.2026
ისტორია

,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

13:07; 12.02.2026
პოლიტიკა

მთავრობა დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტებს დაამტკიცებს

12:36; 12.02.2026
ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
საზოგადოება

გურიაში, მდინარე სუფსაზე ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

11:28; 12.02.2026
სამართალი

პოლიციამ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი მარნეულში დააკავა

11:17; 12.02.2026
პოლიტიკა

კახა კალაძე: ეს მე ვერაფერს დამაკლებს

10:22; 12.02.2026
სამართალი

ნიკა გვარამია რუსთავის საპატიმროს დღეს დატოვებს

10:16; 12.02.2026
საზოგადოება

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა _ ცნობილია მისი ვინაობა

10:15; 12.02.2026
სამართალი

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს, რომელთაც პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა

10:08; 12.02.2026
ზაფრანი

ქალბატონების სახელების შესაფერისი ძვირფასი ქვები   

10:03; 12.02.2026
ზაფრანი

რომელი ჯგუფის მამაკაცები ითვლებიან იდეალურ ქმრებად   

10:00; 12.02.2026
ზაფრანი

როგორი უნდა იყოს ქალისა და მამაკაცის იდილიური ურთიერთობა   

9:58; 12.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო